ფილმი “მერი”

გალერეა
55 ნახვა

“მერი” – საოკუპაციო ხაზათან მცხოვრები ახალგაზრდა ქალია, რომელიც ნინო ჩიბჩიურის მოკლემეტრაჟიან ფილმში ადგილობრივი ოჯახების მდგომარეობას ასახავს. კადრებში რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ბაზა ჩანს, რომლის სიახლოვეს, ახალუბნისთემში მცხოვრები ქალები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ახორციელებენ.

მდებარეობიდან გამომდინარე სოფელი მიგრაციის საფრთხის წინაშეა. ფილმიც სწორედ ამ პრობლემას ასახავს მერი კორინთელის მაგალითზე, რომელმაც ყველა გზა მოსინჯა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის. მათ შორის, სოფლიდან ქალაქში ჩადიოდა ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ტრენინგებზე დასასწრებად, ჩართული იყო სოფლის მეურნეობაში, თუმცა თანდათან ხვდება, რომ ეს აქტიურობა არასაკმარისია მისი ოჯახის ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. საბოლოოდ, ისიც იღებს ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებას და ემშვიდობება მძინარე შვილს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *