ქალები დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობისთვის – შიდა ქართლში ახალი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა

სიახლეები
182 ნახვა

“ქალები დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობისთვის” – ამ სახელწოდების საინიციატივო ჯგუფი შექიმნა დღეს შიდა ქართლში, რომელიც უფლებადამცველ ქალებს აერთიანებს. იდეის ავტორი “ქართული მედია ჯგუფია”, რომელიც “ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში უფლებადამცველ ქალებთან ერთად 10 თვის განმავლობაში იმუშავებს. პირველი ეტაპი დევნილთა დასახლებებიდან შერჩეული ლიდერი ქალების გადამზადებას დაეთმობა, მომდევნო ეტაპზე კი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ერთობლივ ღონისძიებებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

“ქართული მედია ჯგუფის ეს ინიციატივა გულისხმობს შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე ქალთა უფლებადამცველების რესურსების გაერთიანებას. თავდაპირველად, დემოკრატიისა და მშვიდობის თემებზე მათთან ერთად მნიშვნელოვან ინფორმაციას გავუზიარებთ დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ლოდერ ქალებს, შემდეგ კი განვიხილავთ სამომავლოდ როგორ შეგვიძლია ერთობლივად ვიმუშაოთ ქალების გასაძლიერებლად. აღსანიშნავია, რომ საინიციაიტივო ჯგუფის წევრთა უმრავლესობა დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია,“-აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, ლელა ლობჟანიძემ.

ქალთა საინიციატივო ჯგუფს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ შორის არიან ქალები, რომლებსაც შიდა ქართლის რეგიონში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ აღნიშნული მიმართულებით. “ქართული მედია ჯგუფის” განმარტებით, გაერთიანება ღიაა ყველა დაინტერესებული უფლებადამცველი ქალისთვის, ვისაც რეგიონში, დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობაში გარკვეული წვლილის შეტანა სურს. (დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოხმაურება ელ.ფოსტაზე: kartligroup@gmail.com)

ამ დროისთვის საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა ასეთია:

  1. ლია ჩლაჩიძე
  2. მაყვალა ბერიშვილი
  3. მარიკა მღებრიშვილი
  4. ქეთევან ბებიაშვილი
  5. მარიამ ბუჩუკური
  6. მარიამ თედლიაშვილი
  7. ნათია ომაძე
  8. ნთია თუშიშვილი
  9. ნინო ჩიბჩიური
  10. ლელა ლობჟანიძე
  11. შორენა ბიჭიკაშვილი
  12. ფატი ბუხრიკიძე
  13. ნაზი ბერუაშვილი
  14. ნინო მეგრელიშვილი
  15. ნინო გიორგაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.