ქალები სოფელ კნოლევიდან

სტატიები
115 ნახვა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლებში “ქართული მედია ჯგუფის” ფემინისტური მოძრაობის წევრი ლელა ხარაული მუშაობს. ამჯერად ის ადგილობრივი ქალების ყოველდღიურობით დაინტერესდა და მცირე გამოკითხვა ჩაატარა. ადგილობრივები მასთან პრობლემურ საკითხებთან ერთად, სიახლეებზე, წარსულსა და მომავალზე საუბრებიან.

“ვცხოვრობდი ზნაურის რაიონის სოფელ ნედლათში, ბედნიერად, კარგად. მაგრამ 90-იანი წლების ომმა ბევრი დაღი დამასვა, დავტოვე ჩემი სახლი და გამოვიქეცი. ჩამოვედი ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში და აქ დავიწყე ცხოვრება. ახლა ვარ 74 წლის, მოვა ის დრო, როცა ჩემს სახლში დავბრუნდები? არ ვიცი… ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი ესაა. მყავს მოხუცი მეუღლე, დილით ადგომისთანავე მას ვუვლი, წამლებს ვასმევ, ვაჭმევ. ჩემი მთავარი სურვილია ჩემი მეუღლის კარგად ყოფნა, რადგან ძალიან მიჭირს მისი მოვლა. ამ ეტაპზე ჩემი ყველა საჭიროების დაკმაყოფილებას ვახერხებ, შვილებისა და შვილიშვილების დახმარებით. ზოგადად სოფელში ცხოვრება რთულია. პანდემიამ კი უფრო გაართულა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველანაირად ვცდილობდით ვირუსისგან თავის არიდებას, მაგრამ გასულ თვეში მაინც დავვირუსდით. მქონდა ხველა, ტემპერატურა, უფრო სუსტად ვიყავი და შესაბამისად უფრო მეტად მიჭირდა მეუღლს მოვლა. სიმპტომები დიდხანს გაგვიგრძელდა, მაგრამ ექიმთან წასვალს ვერ ვახერხებდით, სახლში მანქანაც არ გვყავს. სოფლის ექიმი მოდის ხოლმე ოთხშაბათს, მას დავურეკე, იქნებ მოხვიდე ჩვენთან გაგვსინჯო-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა, რა ვქნა, ვერ გავამტყუნებ. მაგ დროს კი უკვე გასული იქნებოდა ვირუსის ორგანიზმში ყოფნის დრო, მაგრამ მაინც. ჩემი სურვილია ყოველი აუცილებელი საჭიროების დროს, შემეძლოს ექიმის მომსახურებით სარგებლობა ადგილზევე, რადგან მე არ შემიძლია ახლომდებარე სოფელში და ქალაქში წასვლა, ვერ ვტოვებ მეუღლეს. ჩემს მეუღლეს კი საერთოდ არ შეუძლია გადაადგილება, ეს კი ძალიან მადარდიანებს”,-ამბობს 74 წლის ლენა გელაშვილი.

კნოლევში მცხოვრები ქალების ცხოვრება ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. ახალგაზრდ ქალები ამბობენ, რომ სოფელში რაიმე აქტივობებ ცენტრი უნდა ფუნქციონირებდეს, რომ ადგილობრივებმა აქედან წასვლაზე უარი თქვან და სოფელი არ დაიცალოს. ამჟამად ადგილობრივების უმრავლესობას უფროსი თაობა წარმოადგენს და მთავარ პრობლემას სწორედ მიგრაციას ასახელებენ.

ქარელის რაიონი სოფელი კნოლევი.

“დიასახლისი ვარ. და ჩემი ყოველდღიურობა არაფრით გამორჩეული და რუტინულია. ჩემთვის სოფელში ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან არ მაქვს სათანადო პირობები. მე რომ სახლში ყველაფერი კარგად მქონდეს მოწყობილი და არ მიწევდეს ყინვაში ცივ წყალთან შეხება, მაშინ არაფერზე დავიწუწუნებდი. ჯერ ახალგაზრდა ვარ, ხშირად ვფიქრობ ხოლმე რა კარგი იქნებოდა სამსახური მქონდეს-მეთქი, მაგრამ ეს შეუძლებელია. შეუძლებელია იმიტომ, რომ მომიწევს ოჯახის დატოვება, სამუშაო გრაფიკს ვერ მოვარგებ ჩემს ყოველდღიურობას. სამსახურის შემოთავაზებები მქონია, თუმცა იმის გამო რომ ჩვენი სოფლიდან ტრანსპორტი არ გაადააგილდება რეგულარულად, ყველა ამ შემოთავაზებაზე უარი მითქვამს. ძალიან მწყდება გული, ჩემი სურვილია მქონდეს სამსახური, ვეხმარებოდე ჩემს შვილებს და ცოტახნით მაინც ვწყდებოდე ყოველდღიურობას და სხვა გარემოში გავდიოდე. ასევე ძალიან მინდა რომ მქონდეს განტვირვის საშუალება, მაგრამ ესაც არ ხერხდება, იმიტომ რომ სოფელი ახალგაზრდებისგან დაცლილია, არა მარტო ჩემს გარშემო, არამედ მთლიან სოფელშიც რთულად  მოიძებნება ჩემი ასაკის ქალი, რომელთანაც შევძლებდი დროის გატარებას და მცირე დროით ყოველდღიურობისგან მოწყვეტას. ვისურვებდი სოფელში მცხოვრებ ქალებს შეეძლოთ საკუთარი თავის რეალიზება, დასაქმება, რადგან მხოლოდ საოჯახო საქმეებით არ იყვნენ შეზღუდულნი”, – ამბობს 43 წლის მადონა გავაშელი.

რაც შეეხება კნოლევის პრობლემებს, ადგილობრივები შემდეგ საკითხებზე საუბრობენ:

  • წყლის პრობლემა: მიუხედავად იმისა, რომ სოფელში წყალი გაკეთებულია, დაყენებულია მრიცხველები და ა.შ. წყლის მიწოდება სეზონაურად შეზღუდულია. ვგულისხმობ რომ ზამთარში, როცა წყალის მოხმარებაზე წნეხი მცირდება, წყალი ყველა ოჯახს შეუზღუდავად მიეწოდება. ზაფხულში კი, როცა სოფელს დამსვენელები სტუმრობენ, იზრდება წყლის მოხმარებაზე წნეხი, რაც წარმოქმნის წყლის მიწოდების პრობლემას. მაგალითად, გასულ ზაფხულს წყალი მოგვეწოდებოდა დღეგამოშვებით და ისიც რამდენიმე საათით. ეს კი ზაფხულში ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის. ამას ემატება ისიც, რომ წყლის მიწოდების გრაფიკს თვითნებურად აწესებდა სოფლის რამდენიმე მკვიდრი, რომლებსაც თავის თავზე ჰქონდათ აღებული წყლის კონტროლი.

ქალების მიერ გაჟღერებული მეორე პრობლემა ნაგვის ურნებს ეხება, რადგან სოფელში არსებული ნაგვის ურნების რაოდნეობა ვერ აკმაყოფილებს სოფლის ყველა მკვიდრის საჭირობებს. ნაგვის ურები განლაგებულია რამდენიმე უბანში, სადაც ყველას არ მიუწვდება ხელი. ამასთანავე ეს ურნები ივსება ძალიან მალე (განსაკუთრებით ზაფხულშიი) და აბინძურებს მიმდებარე ტერიტორიას.

“ჩემს უბანში, მაგალითად ერთი ნაგვის ურნაც არ დგას, მიუხედავად იმისა რომ ნაგვის გადასახადს ვიხდით, ნაგვის ურნების დადგმიდან დღემდე რამდენჯერმე თუ გვქნება გამოყენებული ნაგვის ურნა, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენს ახლომახლო ერთი ცალიც კი არ დგას.

ტრანსპორტის პრობლემა: ვისაც საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს, მისთვის გადაადგილება ძალიან რთულია, მათ შორის ჩემთვისაც. სოფლიდან დილის 9 საათამდე 4 საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გადადგილდება, თუმცა მათ მოძრაობის გრაფიკს თვითნებურად აწესებენ მძღოლები, რადგან ისინი არ არიან სახელმწიფოს მიერ დანიშნული. ხშირია შემთხევვა, როცა სოფლიდან არცერთი სამარშრუტო ტაქსი არ მიდის, მაშინ, როცა ადამიანისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,”– ამბობს, ადგილობრივი ლელა ხარაული.

სოფლის მცხოვრებლებს შექმნილი აქვთ ფეისბუქ ჯგუფი, სადაც ერთმანეთს იდეებს უზიარებენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სოფელში.

ლელა ხარაული – “ფემინისტური მოძრაობის” წარმომადგენელი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევიდან

“გასულ ზაფხულს იყო ასეთი შემთხვევა, როცა გავაჟღერე რომ კარგი იქნებოდა თუ სათამაშო მოედნის გარშემო მოეწყობოდა პარკი, სადაც ბავშვები და მათ შორის მოზრდილებიც შეძლებდნენ დასვენებას. ჩემს ინიციატივას ბევრმა დაუჭირა მხარი. 1 თვის წინ კი შეგროვდა ხელმოწერები ამ პრექტის განსახორციელების მხარდასაჭერად და სავარაუდოდ, გამოდარებისთანავე დაიწყება სამუშაოები”,-ამბობს ლელა ხარაული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.