“სამსახურები არ არის ქალისთვის ისეთი, სადაც კაცის მსგავსად ექნება ანაზღაურება, მამაკაცებს შედარებით მეტს უხდიან, თუნდაც იგივე სამუშაოში, რაზეც ქალი მუშაობს, ეს კი ვერ ხდის ქალს ეკონომიურად უფრო ძლიერს და დამოუკიდებელს”,-სოფელ ხეითიდან, დევნილი სონია ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ დღემდე დიდ პრობლემად რჩება ქალების დასაქმება. ის 14 წელია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, რომელიც მუნიციპალური ცენტრიდან დაშორებულია და სამსახურის ძებნაში მისთვის და სხვა იძულებით გადადგილებული პირებისთვის ხელისშემშლელია.
“45 ლარი გვაქვს დევნილობის, ამით როგორ უნდა გავიტანოთ თავი, უმუშევრობა ჩვენი დევნილების მთავრი პრობლემაა. მეურნეობა, რომელიც აქ სკრის დასახლებაში მცხოვრებ ქალებს გვაქვს, თავის სარჩენად საკმარისი არ არის. რესტორანში ვმუშაობ, ჭურჭლის მრეცხავად, იმიტომ, რომ მიჭირს, იძულებული ვარ ვიმუშაო თუნდაც მრეცხავად, ოჯხს, რომ სჭირდება, თუნდაც დაბალ ანაზღაურებაზე, თუნდაც იმიტომ, რომ სახლში არ დაჯდე, არ ,“დაიწიხლო,“ მდგომარეობა, რომ შეიმსუბუქო, გახვიდე გარეთ, სამსახური ჩვენი დასახლებიდან ძალიან შორს არის, საღამოს სახლში ტაქსით მიწევს დაბრუნება, რაც დიდ ხარჯებთნ არის დაკავშირებული. იგივე პრობლემას აწყდებიან სხვა ქალებიც“.
-ქალების აქტიურობა რამდენად მნშვნელოვანია, თუნდაც იმისთვის, რომ რეალიზირებული და ეკონომიურად ძლიერები იყოთ?
ყველგან ის გვესმის, რომ ქალი და კაცი თანაბარი შესაძლებლობის არის, მაგრამ არ ვფიქრობ ასე, იცით რატომ? ქალს არ აქვს შესაძლებლობა, ჩვენი დასახლების მაგალითზე გეტყვით, გავიდეს გარეთ და იმუშაოს, იყოს დამოუკიდებელი ფინასურად, ფინასური დამოუკიდებლობა კი აძლიერებს ადამიანს, მათ შორის ქალებს.
-რა გიშლით ამაში ხელს, რომ თუნდაც ფინასურად იყოთ დამოუკიდებელი?
სამსახურები არ არის ქალისთის ისეთი, სადაც კაცის მსგავსად ექნება ანაზღაურება, მაკაცებს შედარებით მეტს უხდიან, თუნდაც იგივე სამუშაოში რაზეც ქალი მუშაობს, ეს კი ვერ ხდის ქალს ეკონომიურად ძლიერს და დამოუკიდებელს. ქალი გარეთ, რომ გადის უნდა ღირდეს, სათამაშოდ ხომ არ გადის. ქალებს ორმაგი დატვირთა აქვთ, იყვნენ დიასახლისები, აკეთონ სახლის საქმე და აუცილებელია ჰქონდეთ სამსახური.
-დამოკიდებულება როგორია, გარშემომყოფების, როცა ქალს სურს სამსახური, თუნდაც იმიტომ, რომ იყოს ფინასურად დამოუკიდებელი, ძლიერი?
ეს სტერეოტიპები ცოტა დაინგრა, რომ ქალი უნდა იჯდეს სახლში, სიმართლე გითხრად კარგა ხანია დაინგრა და აღარ არსებობს, ესმით მაკაცებსაც, რომ ეს აუცილებელია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში დევნილთა დასახლება 2008 წლის ომის შემდეგ გაშენდა, სადაც დიდი და პატარა ლიახვიდან იძულებით გადადგილებული პირები ცხოვრობენ, ამჟამად ჩასახლებაში 86 ოჯახია.