ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერხევში ადგილობრივებს ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ

სტატიები
100 ნახვა

ქარელის მუნიციალიტეტის სოფელ იმერხევში (ზღუდერის თემი) საკოუმინკაციო და ინფრასტრუქტურული პრობლემებია. ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენლის, თამარ ყიფიანის განმარტებით, სოფელი არარსებული პირობების გამო თანდათან იცლება. ყველაზე აქტუალურ საკითხებად გზის და ინტერნეტის პრობლემები სახელდება.

“სოფელში ხალხი აღარ დარჩა. არ არიან ბავშვები, ახალგაზრდები. არ არის ხალხი, არ არის განვითარება, მუნიციპალიტეტიც არ ცდილობს სკოლის, ბაღის ან თუნდაც სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. არ არის ინტერნეტი და ანძასაც კავშირი სუსტი აქვს. ისიც კი შეუძლებელია რაიმე სასურველი ინფორმაცია ონლაინ მიიღო“, – ამბობს თამარ ყიფიანი.

სოფელ იმერხევში ადგილობრივები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითხოვენ.

“სოფელში გზა არ არის, რომ ტრანსპორტმა იაროს და ქალაქში მაინც ჩახვიდე, როცა რამე გჭირდება. სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ ამოდის უგზოობის გამო. ყველა ოჯახს ქალაქში უწევს მაინც სიარული პროდუქტის შესაძენად, მაღაზიებიც არ არის., პატარა სოფელია და ალბათ ერთი ადამიანის სიტყვა არ ჭრის, როცა რამეს ვითხოვთ. უხეშად, რომ ვთქვა სოფელი ნისლშია ჩაწოლილი”,-ამბობენ ადგილობრივები.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ სოფელ იმერხევში მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, ის გარდამავალია და მიმდინარე წელს დასრულდება.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერხევში (ზღუდერის თემი) მაღალმთან ზონას განეკუთვნება და იქ 14 ოჯახი ცხოვრობს.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.