ქარელის მუნიციპალიტეტში დასახლების კრებები დასრულდა, რაში დაიხარჯება თანხები სოფლად?

სიახლეები სტატიები
197 ნახვა

ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ხუთ სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, გადაწყვეტილებები სოფლის კრებეზე მიიღეს.

“სოფლის კრებებში თანდათან უფრო მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას, გასული წლებისგან განსხვავები გაზრდილია ქალების ჩართულობა,  თუმცა საჭიროა უფრო მეტად გააქტიურდნენ, კარგი იქნება თუ უფრო მეტ ქალს ექნება ინფორმაცია, როდის ტარდება სოფელში კრებები. კარგია ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა პრობლემა ისევ ახალგაზრდების საჭიროებებშია, კარგი იქნება სივრცეების არსებობა, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ თავმოყრას”,-ამბობენ ადგილობრივები.

სოფლის პროგრამით გათვალისწინებული თანხები აღნიშნულ თემში შემდეგნაირად გადანაწილდება:

ზღუდერი:  წისქვილის რეაბილიტაცია – 12 000 ლარი

ყინწვისი: სასაფლაოს შემოღობვა – 12 000 ლარი

იმერხევი: არსებული ხიდის რეაბილიტაცია – 10 000 ლარი

სუქანანთუბანიში: შიდაგზების მოწესრიგება – 10 000 ლარი

ორტუბანი: გარე განათების მოწყობა – 10 000 ლარი

ქარელის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ სოფლებში, “სოფლის მხარდაჭერის”, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის ჯამში წელს, 940 000 ლარი გამოიყო.

ზაზა გულიაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.