ქარელის საკრებულოში გენდერული საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრეს

სიახლეები
97 ნახვა

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა. საბჭოში საკრებულოს თავმჯდომარე და მისი სამი მოადგილეა გაერთიანებული. მასში შედიან ასევე არსამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  5 ქალია, ორი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, სამი -“ქართული ოცნებიდან”, მათ შორის ერთი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სულ 27 წევრისგან შედგება.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.