ქარელის სოფელ ქობესანთუბანში ქალების მოთხოვნით სკვერი მოეწყობა

სიახლეები
98 ნახვა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობესაანთუბანში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სკვერი მოეწყობა, რისთვისაც 12 000 ლარია გამოყოფილი.

სკვერის მოწყობის გადაწყვეტილება სოფლის კრებაზე მიიღეს, რომელსაც ადგილობრივები და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მოსახლეობის ინფორმაციით, კრებაზე ახალგაზრდებისა და ქალების მოთხოვნა  ნაწილობრივ გაითვალისწინეს. ისინი წლების განმავლობაში სოფელში დასასვენებელი სკვერის და სპორტული მოედნის მოწყობას ითხოვდნენ.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ქობესანთუბანი კეხიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.