“ქართული მედია ჯგუფის” წარმომადგენლებს აქტიური ქალის სტატუსი მიენიჭათ

სიახლეები ქალი და განვითარება
110 ნახვა

“ქართული მედია ჯგუფის” წარმომადგენლებს, ნინო ჩიბჩიურსა და შორენა ბიჭიკაშვილს აქტიური ქალის სტატუსი მენიჭათ. ჯილდო გორში მოქმედმა ორგანიზაციამ “ქალი და განვითარებამ” დააწესა. მისი ხელმძღვანელის, ფატი ბუხრიკიძის განმარტებით, იდეის განხორციელება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას ეხმიანება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ ქალთა უფლებების დაცვის პროცესში ჩართული ქალების წახალისება გადაწყვიტა.

წელს, შორე ბიჭიკაშვილმა “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში 10 ვიდეო ბლოგი მოამზადა, სადაც სოფლად მცხოვრები ქალები საკუთარ ცხოვრებასა და თემში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებზე მიუთითებენ.

ნინო ჩიბჩიურმა კი შიდა ქართლის რეგიონში ფმინისტური მოძრაობა ჩამოაყალიბა, სადაც სოფლად მცხოვრები 50-მდე ქალია ჩართული. გარდა ამისა მან ქალების მონაწილეობით გადაიღო ფილმი “ქალები საოკუპაციო ხაზთან COVID-19-ის პირობებში”.

“გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში “ქალი და განვითარება”-ს გენერალურმა ასამბლეამ, დირექტორთა და მრჩეველთა საბჭომ და ორგანიზაციის დონორთა წარმომდგელებმა განიხილა გორის მუნიციპალიტეტში მოღვაწე რამდნიმე ათეული ქალის ბეგრაუნდი, რათა “16 აქტიური ქალის სტატუსი“ მიენიჭებინა იმ გამორჩეული ქალბატონისთვის, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ქალთა უფლებების წინსვლის რთული გამოწვვების შემცირებაში”,-აღნიშნა, “ქალი და განვითარებას” ხელმძღვანელმა, ფატი ბუხრიკიძემ.

“ქართული მედია ჯგუფის” წევრების გარდა აქტიური ქალის სტატუსი კიდევ 14 აქტიურ ქალს მიენიჭა.

1. ანი ბალიაშვილი – პოლიტიკოსი, გორის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან

2. ლია ჩლაჩიძე – ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმის დამფუძნებელი და დირექტორი, გორის საკრებულოს ყოფილი წევრი

3. თამარ ედიშერაშვილი – პროფესიონალი ფინანსისტი და პოლიტიკოსი, ბაფი-ის გორის ოფისის დირექტორი, პოლიტიკური პარტია „ლელო“-ს წევრი.

4. თამარ მურალოვა – პოლიტიკოსი, გორის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

5. ეკატერინე სუხიშვილი – მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი, გორის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე.

6. ქეთი ბებიაშვილი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის დირექტორი

7. ეთერ ჯალაღანია – პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტიის „ევროპული საქართველო“-ს გორის რეგიონული წარმომადგენლობის თავმჯდომარე, გორის მერობის ყოფილი კანდიდატი,

8. ნათია ხაჩიური – გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

9. გვანცა დოლუაშვილი – ჟურნალისტი, სათემო რადიო „მოზაიკა“-ს დირექტორი

10. მარინა ტაბატაძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალთა მოძრაობის აქტიური წევრი.

11. მარინა ჯალიაშვილი – მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის გორის განყოფილების თავმჯდომარე

12. ნინო დოიჯაშვილი – მასწავლებელი, ერგნეთი-მამისაანთ უბნის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი

13. ნინო მეგრელშვილი – განათლების და დასაქმების ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული წარმომადგენელი, სსო „ახალგაზრდული ინიციატივები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

14. ირმა ჩიტუაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.