“ქართულმა ოცნებამ” გორში, “ქალთა ორგანიზაცია” დააფუძნა

სიახლეები
102 ნახვა

მმართველმა გუნდმა რეგიონებში “ქალთა ორგანიზაციის” წარდგენა დაიწყო. ამ მიზნით, შეხვედრა მცხეთის შემდეგ გორში გაიმართა. ქალთა ორგანიზაციის წევრებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი შეხვდნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის არასამთავრობო და საბიუჯეტო ორგანიზციების წარმომადგენლები იყვნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებს და დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით არსებულ პოზიციებს.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.