ქობესაანთუბანში სკვერის და მინი სტადიონის მოწყობას ითხოვენ

Uncategorized
110 ნახვა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობესანთუბანში, (კეხიჯვრის თემი) ახალგაზრდები სკვერისა და მინი სტადიონის  მოწყობას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით აღნიშნული მოთხოვნა არაერთხელ დაყენეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თუმცა ამ დრომდე სოფელში არც  სტადიონია და არც ადგილი, სადაც ახალგაზრდები თავშეყრას შეძლებენ.

 “სოფელში არ არის ადგილი, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ შეკრებას, არ არის სტადიონი და არც ინტერნეტი, ეს არის ერთ -ერთი მიზიზიც, რომ ყველას წასვლა უნდა სოფლიდან”,– ამბობს ფემინისტური მოძრაობის წევრი, ლიკა თოთლაძე.

 სოფელი ქობესანთუბანი კეხიჯვრის თემში შედის, სადაც 80 ოჯახია ცხოვრობს.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.