ყარაფილაში ოსი ხალხის დაბრუნების შანსს პირობების გაუმჯობესებაში ხედავენ

სტატიები
138 ნახვა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში 90-წლებიდან წასული მოსახლეობა ბრუნდება. როგორც “ქართული მედია ჯგუფის” ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენელი, ნანა თოგოშვილი ამბობს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებაში მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა ამ ეტაპზე 45-ოხახს შეადგენს, თუმცა პერიოდულად ყარაფილაში ის ადამიანები ჩადიან, რომლებმაც სოფელი ათეული წლების წინ, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს დატოვეს. ამ სოფლიდან გადინება ეთნიკურად ოსმა მოსახლეობამ 1990 წლიდან დაიწყო.

ყარაფილა ცენტრალური მაგისტრალიდან 2 კმ. 500 მეტრით არის დაშორებული, სოფელი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

“მოხუცები იყვნენ და ისინიც დაიხოცნენ. ახალი თაობა თითქმის აღარაა სოფელში. ალბათ მთავარი პრობლემა მიგრაცია და უმუშევრობაა. სამსახურის მაძიებლებიც გორსა და თბილისში მიდიან. უკან დაბრუნება აღარავის უნდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ორჯონიკიძეშია წასული, მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ბრუნდება ზაფხულობით ცოტახნით. ალბათ უნდა იყოს სათანადო პირობები და მოსახლეობისთვის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში მაინც, რომ სოფელი სულ არ დაიცალოს”, – ამბობს ნანა თოგოშვილი.

სოფელი ყარაფილა კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შედის, თემში მასთან ერთად სულ 8 სოფელია: კოდისწყარო, სარიბალი, ზადიანთკარი, ზემო რენე, ქვემო რენე, ნიგოზა, ჩოალაური. აქედან 4 საოკუპაციო ხაზთან დმებარეობს (კოდისწყარო, ყარაფილა, სარიბალი, ზადიანთკარი).

მერის წარმომადგენელი ამბობს რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მიგრაციის საფრთხე ბოლო წლებსი განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა.

ყარაფილაში ამჟამად მუდმივად მხოლოდ 45 ოჯახი ცხოვრობს, კოდისწყაროში – 90, სარიბალში – 9, ზადიანთკარში – 14 ოჯახი. ამ სოფლებიდან ყველაზე ნაკლები მიგრაცია კოდისწყაროდანაა. რაც შეეხება უშუალოდ ყარაფილას, ზაფხულობით მოსახლეობა ბრუნდება ორჯონიკიძიდან, მათ ნაწილს არ დაუკარგავს საქართველოს მოქალქეობა, ზოგი ერთი თვით, ზოგიც ორი კვირით ჩამოდის სოფელში. 90-იანი წლების მიგრაციას დაემატა 2008 წლის ომის შემდეგ მიგრირებული ხალხიც. მოსახლეობის ნაწილი სამუშაოდ გასულია საბერძნეთსა და იტალიაში,” – ამბობს გია გოჭოშვილი.

მიტოვებული სახლები სოფელ ყარაფილაში

რაც შეეხება განათლების თემას, ყარაფილადან მოსწავლები მეზობელი სოფლის (კოდისწყარო) სკოლაში სწავლობენ. 9 კლასის დამთარების შემდეგ კი სწავლას სოფელ ნიგოზაში აგრძელებენ. მუდმივ მაცხოვრებლებს, ვინც უმაღლესში ჩაირიცხება, სახელმწიფო სწავლის საფასურს უფინასებს.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ფიქრობენ, რომ პირობების გაუმჯობესება არა მხოლოდ მიგრაციის პროცესს შეაჩერებს, არამედ წლების წინ წასულ ეთნიკურად ოს მოსახლეობასაც დაბრუნების სურვილს გაუჩენს.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.