ჩემი ნამუშევრების გამოფენა მინდა მშობლიური სოფლის სკოლაში მოვაწყო – ირმა ქაშანცკი კნოლევიდან

ბლოგი
81 ნახვა

9 კლასი სოფელ კნოლევის საჯარო სკოლაში დავამთავრე. შემდეგ სწავლა მეზობელ სოფელში გავაგრძელე, სადაც ხშირად ფეხით მიწევდა სიარული. დავამთავრე 11 კლასი და შემდეგ ჩავაბარე მ.თოიძის სამხატვრო ლიცეუმში, დიზაინის განხრით და უკეთ შევისწავლე ჩემთვის საყვარელი საქმე.

ხატვა 10 წლიდან დავიწყე. სკოლიდან დაბრუნებული, თავისუფალი დროის გამოჩენისთანავე ვხატავდი. ჩემს თაობას რთულ პერიოდში უწევდა ცხოვრება. ბევრჯერ სანთლის შუქზე დამიხატავს. ხატვა ჩემი მამოძრავებელი ძალა და სულიერი ცხოვრების ნაწილი იყო ყოველთვის. რაღაცის შექმნა ჩემთვის შინაგან სიმშვიდესთან ასოცირდება. სულ მინდოდა ხატვაზე სიარული, მაგრამ ამის შესაძლებლობა სოფელში არ იყო. ხატვასთან ერთად ხელნაკეთ ნივთებსაც ვქმნი.  ჩემი ხელით შექმნილი სამკაულების გაყიდვა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიდში დავიწყე. პირველი ხელფასი კარგად მახოვს. დედას ვუყიდე საჩუქრები, უზომოდ ბედნიერი ვიყავი.

ხატვის პროცესი ჩემთვის სიამოვნებასთან ასოცირდება. ხატვა შვებას მგვრის. ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი ვარ და  მიყვარს ყველა ამ საქმით დაინტერსებული და ხელოვანი ადამიანი. იყო პერიოდი, როცა ხატვა შევწყვიტე, დიდი ხანი ფანქარი არ მჭერია ხელში. ეს პერიოდი ყველა ხელოვანის ცხოვრებაში დგება ხოლმე.

ბოლო 3 წელია ისევ დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას და დავიწყე ხელნაკეთი ნივთების შექმნა. მიმიღია მონაწილეობა გამოფენა-გაყიდვებშიც, სადაც ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე ინტერსდებოდა ჩემი ნამუშევრებით. შემდეგ გადავწყვიტე ჩემი გევრდი გამეკეთებინდა და მიმეღო შეკვეთები, ახლაც ვიღებ. მეოთხე წელია რაც  FB გვერდი აქტიურია.

მომავალში გამოფენის მოწყობა მაქვს გეგმაში. ძალიან მინდა ეს გამოფენა კნოლევის სკოლაში გავაკეთო, რადგან იქ ვსწავლობდი და გავიზარდე. დამწყებ ხელოვანებს ვურჩევ რომ მთავარი მონდომებაა. ჩემგან განსახვავებით დღეს მათ უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ სწავლისა და მიზნის მისაღწევდად. მე სწავლის შესაძლებლობა არ მქონია, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე რომ აქამდე მოვსულიყავი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.