ხაშურთან ახლოს მდებარე სოფელში კანალიზაციის პრობლემა აწუხებთ

სიახლეები
113 ნახვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ადგილობრივები საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვენ. ამის შესახებ ისინი “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის მონაწილესთან საუბრობენ. ნანა ტაბატაძის ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად ამ დრომდე მხოლოდ დაპირებებს იღებენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.

“ჩვენი სოფელი ხაშურიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ფაქტიურად ქალქზეა მიბმული. წლებია ადგილობრივები საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვენ, ხომ წარმოგიდგენიათ რა პრობლემებს შეიძლება ვაწყდებოდეთ. საუბარი იყო იმაზეც, რომ არსებობდა პროექტი ამ საკითხის გადასაჭრელად, თუმცა ამდრომდე პრობლემა პრობლემად დარჩა”, – ამბობს სოფელ ცხრამუხაში მცხოვრები ნანა ტაბატაძე.

სოფელი ცხრამუხა ხაშურიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული, სადაც 2000 ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.