ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მცხოვრებ ქალებს მცირე საწარმოს გახსნა სურთ

სიახლეები
120 ნახვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მცირე საწარმოს გახსნას ითხოვენ. ამისთვის სოფლად მცხოვრებ ქალებს შენობა უკვე შერჩეული აქვთ. იმ შეობაში, სადაც ადრე ამბულატორია იყო განთავსებული ადგილობრივების თქმით, შესაძლოა მცირე სამკერვალო ან ჩირის საშრობი მოეწყოს. ინიციატივა ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, “ქართული მედია ჯგუფის” ფემინისტური მოძრაობის წევრმა, ნანა ტაბატაძემ გააჟღერა.

,,შენობა, რომელშიც ადრე ამბულატორია, მოგვიანებით კი მოსაცდელი იყო, ამჟამად უფუნქციოა. ადგილობრივი ქალების სურვილია, რომ ადვოკატირება გავუკეთოთ ამ  ინიციატივას და ამ შენობაში მცირე საწარმო გაიხსნას. ის საჭიროებს რეაბილიტაციას და შესაძლებელია, რომ სამკერვალო ან ჩირის საშრობი მოეწყოს. ამით ადგილობრივებს, მათ შორის ცხრამუხაში მცოვრებ ქალებს, დასაქმების საშალება მიეცემათ“, – აღნიშნა ნანა ტაბატაძემ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი ინიციატივას მიესალმება. მისი განცხადებით, საკითხს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად შეისწავლის.

“საკითხს ძირეულად შევისწავლით და შენობა რომელზედაც ნანა ტაბატაძე საუბრობს თუ არ არის კერძო პირის საკუთრებაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს საქმე ხვალიდანვე დაიძვრება”, – უთხრა “ქართულ მედია ჯგუფს” ნინო ლიპარტელიანმა.

ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენლები ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთაზე 2021 წლის დეკემბერში მუშაობდნენ. თემის ლიდერი ქალები, მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე ხელისუფლების პოზიციებს, ხაშურის შემდეგ ქარელის და და კასპის მუნიციპალიტეტებშიც მოისმენენ.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.