ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელში სკოლამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება სურთ

სიახლეები
132 ნახვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში სკოლამდე მისასვლელი გზის მოასფალტებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, უამინდობის დროს, სკოლაში ბავშვების მიყვანა უჭირთ. აღნიშნული გზის მონაკვეთი უკავშირდება სოფლის ეკლესიას და სასაფლაოს.

ხცისელების თქმით, საკითხის მოსაგვარებლად ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა სურათი დღემდე არ შეცვლილა. ქალები ამ საკითხის გაჟღერებას წელს, დასახლების საერთო კრებაზე აპირებენ.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.