ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

სტატიები
126 ნახვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში საბავშო ბაღის რეაბილიტაციას ითოვენ. აღსაზრდელების მშობლები ამბობენ, რომ ბაღი ავარიულია და მათი შვილებისთვის საფრთეს წარმოადგენს.

წლებია საბავშო ბაღის რეაბილიტაციას ითხოვენ მშობლები ჩვენ სოფელში. შენობა იმდენად დაზიანებულია, რომ ბავშვებს საფრთხეს უქმნის. რა დროს რა მოხდება არავინ იცის, საკხთი არაერთხელ დააყენეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ერთობლივი განცხადების დაწერასაც აპირებენ“,-ამბობს ,,ქართული მედია ჯგუფის”,პროექტი მონაწილე ნანა ტაბატაძე.

ცხრამუხას საბავშო ბაღთან დაკავშირებული პრობლემები იციან ადგილობრივ ხელისუფლებაშიც.

“საბავშო ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ვესაუბრე მერის წარმომადგენელს ჩვენ სოფელში, რომელმაც მითხრა, რომ ახალი ბაგა-ბაღის ასაშენებლად ფართი უკვე გამოყოფილია სოფელში, ამ ეტაპზე მიდის თანხების მოძიება, ამასთან კონტიგენტი ძალიან დიდია და შესაბამისად ახალი უფრო დიდი შენობის საჭიროებაც დგას“, – აღნიშნა ნანა ტაბატაძემ.

სოფელი ცხრამუხა ხაშურიდან 3 კილომეტრში მდებარეობს, მისი მოსახლეობა დაახლოებით 1700 ადამიანს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.