ხაშურის მუნიციპალიტეტში ქალები წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

გალერეა
117 ნახვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალები ხელისუფლებას წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვენ. მათი თქმით, ამ დრომდე მხოლოდ დაპირებებს ისმენენ და სამუშაოების დაწყებას უშედეგოდ ელოდებიან. ქალები ამბობენ, რომ წყალი მთელი დღის განმავლობაში სჭირდებათ, რომელსაც ისევ შორი მანძილიდან ეზიდებიან.

სოფლად მცხოვრებმა ქალებმა ეს საკითხი შიდა ქართლის ფემინისტური მოძრაობის წევრებს გაუზიარეს, რომლებიც ადგილობროვი საჭიროებებზე ადვოკატირების კამპანიას ახორციელებენ. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, პრობლემა მათთვის ცნობილია და მისი გადაჭრისთვის საჭირო ზომების მისაღებად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.