ხაშურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა შორის 38% ქალია

სტატიები
47 ნახვა

ხაშურის მუნიციპალიტეტი ერთადერთი რეგიონია შიდა ქართლში, რომლის საკრებულოსაც ქალი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოს სულ 8 ქალი წევრი ჰყავს. 27 წევრიან საკრებულოში ქალები მაინც უმცირესობას წარმოადგენენ, ისევე როგორც მთლიან მუნიციპალიტეტში.

2022 წლის მდგომარეობით, ხაშურის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულ ქალთა რაოდენობა ჯამში 38%-ს შეადგენს. პოლიტიკურ თანამდებობაზე კაცები ისევ ჭარბობენ ქალებს. თუ საკრებულოში ასეთ პოზიციას 5 ქალი იკავებს, კაცების რიცხვი ორჯერ მეტია. კიდევ უფრო არასახარბიელო სურათია ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოში. ხაშურის მერიც და მისი მოადგილეც კაცები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა ძალისხმევის შედეგად, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა გაიზარდა, არსებული რეალობა ქალებს მაინც უმცირესობით წარმოაჩენს, განსაკუთრებით კი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.