69
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გერგაულმა, უარი თქვა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომელიც ითვალისწინებდა გორელი აქტივისტების თეონა ფანქველაშვილისა და თეო ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე სრულ წვდომას.
მოსამართლის გადაწყვეტილება კუპრაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სწორედ სააპელაციოდან შეიტყვეს ფანქველაშვილმა და ბზიშვილმა, რომ მათ წინააღმდეგ განცხადება იყო შეტანილი. აქტივისტები უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი იცავს.
