41
გორში სინდისის პატიმრების მშობლები ადგილობრივებს შეხვდნენ და შვილების მდგომარეობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას ახალგაზრდების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს ისინი კი ცდილობენ შვილების წერილები გაზეთების საშუალებით გაავრცელონ, რათა ხალხმა თავად შეაფასოს მათი აზრები, განწყობები და სამშობლოსადმი სიყვარული.
მშობლების თქმით, წერილებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრები არამხოლოდ საკუთარი უფლებებისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის იბრძვიან. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, თავად გაეცნონ ამ წერილებს და შექმნან რეალური წარმოდგენა იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან.
