30
ეკონომიკური კონტროლი და მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლაც კანონით დასჯადი დანაშაულია. ბევრ ქალს ჯერ კიდევ ნორმა ჰგონია იმ გარემოებების ატანა/გაძლება, რაც მის თავისუფლებას ზღუდავს, ფიტავს და ენერგიას აცლის. სად გადის ზღვარი კონფლიქტსა და ძალადობას შორის და რისი უფლება აქვთ ქალებს საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად? – იურისტი თეა თედლიაშვილი საუბრობს ამ თემებზე გადაცემაში “ქალის ხმა” – შორენა ბიჭიკაშვილთან ერთად.
მასალა მომზადდა პროექტის ფარგლებში – “სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში გაეროს სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი ერთიანი თემატური ფონდის დაფინანსებით ახორციელებს. პოდკასტში წარმოდგენილი ინფორმაცია და მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს ან/და მისი რომელიმე სააგენტოს მოსაზრებებს.
