მთავარი გადაცემები ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და არსებული გამოწვევები – გადაცემა “ქალის ხმა”

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და არსებული გამოწვევები – გადაცემა “ქალის ხმა”

by GMG

თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის გარშემო არსებული ტაბუ მაინც აქტუალურია. კონტრაცეფცია, გადამდები დაავადებები და ორსულობის შეწყვეტა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც ქალის ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობა დგას. თუმცა, ხშირად ამ თემებზე საუბარი მხოლოდ კაბინეტების ჩაკეტილ კარს მიღმა ან ანონიმურ ფორუმებზე ხდება, ისიც არასრულფასოვნად.

რა გამოწვევები აქვთ ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებს, რაზე მიმართავენ ყველაზე ხშირად სპეციალისტებს ღიად თუ ფარულად – ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება გადაცემაში “ქალის ხმა” შორენა ბიჭიკაშვილთან ერთად, რომლის სტუმარია  ასოციაცია „ჰერა-XXI“-ის ხელმძღვანელი, ნინო წულეისკირი.

პოდკასტი მომზადდა პროექტის ფარგლებში – “სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში გაეროს სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი ერთიანი თემატური ფონდის დაფინანსებით ახორციელებს. პოდკასტში წარმოდგენილი ინფორმაცია და მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს ან/და მისი რომელიმე სააგენტოს მოსაზრებებს.

About Author

დაკავშირებული პოსტები