მთავარი გადაცემები ყალბი ამბები აქტიური ქალების წინააღმდეგ – გადაცემა “ქალის ხმა”

ყალბი ამბები აქტიური ქალების წინააღმდეგ – გადაცემა “ქალის ხმა”

by GMG

საინფორმაციო ომი, რომელიც ჩვენს ეკრანებზე ყოველწამიერად მიმდინარეობს, აღარ შემოიფარგლება მხოლოდ უწყინარი ტყუილებით. ის მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებრივი აზრის გარდატეხას, ნდობის მოშლას და რეალობის სრულ ფალსიფიკაციას. როდესაც სიცრუე პროფესიონალურად არის შეფუთული, რიგითი მოქალაქისთვის სიმართლისა და მანიპულაციის გარჩევა რთულია.

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ეს პროცესი კიდევ უფრო სახიფათო გახადა. ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ე.წ. „Deepfake“ ვიდეოები და აუდიო მანიპულაციები საქართველოში სისტემატურ ხასიათს იძენს.  ეს გამოწვევა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც მაყურებელს არ გააჩნია მედიაწიგნიერების ის საბაზისო უნარები, რომლებიც მას ინფორმაციული სიყალბისგან დაიცავს.

ამ ბრძოლის ველზე ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფი აქტიური ქალები აღმოჩნდნენ. გენდერული დეზინფორმაცია იქცა იარაღად, რომელიც მიზანმიმართულად უტევს ქალების რეპუტაციას, მათ პირად ცხოვრებასა და მორალს. ონლაინ ბულინგი და ორგანიზებული თავდასხმები მხოლოდ ადამიანების გაჩუმებას კი არ ემსახურება, არამედ საზოგადოებაში მავნე სტერეოტიპების გაღვივებას, რაც საბოლოო ჯამში ქალების პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობის შეფერხებას ისახავს მიზნად.

სწორედ ამ საკითხების განხილვას დაეთმო გადაცემა “ქალის ხმა” შორენა ბიჭიკაშვილთან ერთად, რომლის სტუმარია, მედიაწიგნეირების ექსპერტი ნინო დოლიძე.

მასალა მომზადდა პროექტის ფარგლებში – “სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში გაეროს სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი ერთიანი თემატური ფონდის დაფინანსებით ახორციელებს. პოდკასტში წარმოდგენილი ინფორმაცია და მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს ან/და მისი რომელიმე სააგენტოს მოსაზრებებს.

About Author

დაკავშირებული პოსტები