მთავარი სიახლეები შიდა ქართლში მცხოვრები ქალებისთვის “ხელოვნური ინტელექტის” შესწავლა დაიწყო

შიდა ქართლში მცხოვრები ქალებისთვის “ხელოვნური ინტელექტის” შესწავლა დაიწყო

by GMG

სოციალური მედიის მართვა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით – ეს არის პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებში შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვები 15 – მდე ქალი ახალ შესაძლებლობებს ეუფლება. პირველი შეხვედრის მთავარი ფოკუსი ხელოვნური ინტელექტის ის თანამედროვე ინსტრუმენტები იყო, რომლებიც მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის გაციფრულებაში დაეხმარება. კურსის განმავლობაში ქალები ისწავლიან, როგორ მართონ სოციალური მედია პლატფორმები უფრო ეფექტურად, როგორ გამოიყენონ AI ტროლ-ბოტების ამოსაცნობად და როგორ გახადონ საკუთარი საქმიანობა უფრო პოპულარული მინიმალური რესურსით, თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ჩვენი მიზანია, შიდა ქართლის სოფლებში მცხოვრებ ქალებსა და ახალგაზრდებს ის ცოდნა მივაწოდოთ, რომელიც დღეს მხოლოდ დიდ ქალაქებსა და ძვირადღირებულ კომერციულ კურსებზეა ხელმისაწვდომი. პირველ შეხვედრაზე უკვე დავინახეთ მონაწილეების დიდი ენთუზიაზმი ხელოვნური ინტელექტის მიმართ და გავეცანით რა მოლოდინები აქვთ ჩვენი კურსიდან, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული,“ – ამბობს პროგრამის ხელმძღვანელი, ნინო ჩიბჩიური.

თვენახევრიანი თეორიული კურსი სულ 6 ინტენსიურ შეხვედრას მოიცავს, სადაც მთავარი აქცენტები გაკეთდება AI-სთან სწორ კომუნიკაციაზე სასურველი კონტენტის მისაღებად. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოსცდიან.

მონაწილეების შეფასებით, ეს პროგრამა რეგიონში მცხოვრები ქალების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება თანამედროვე ციფრულ ეპოქაში.

About Author

დაკავშირებული პოსტები