15 ოქტომბერს გორში, სოფლად მცხოვრებ ქალებზე, 2 ფილმის პრეზენტაცია გაიმართება

სიახლეები
229 ნახვა

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (იერუშალაიმის ქ. #18), 16:00 საათზე, 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა გაიმართება.

ღონისძების ორგანიზატორი “ქართული მედია ჯგუფია,” ფილმების ავტორები კი ნინო ჩიბჩიურ და ლელა ლობჟანიძე არიან. შეხვედრაზე ისინი საკუთარი ნამუშევრების შესახებ ისაუბრებენ და მოწვეულ სტუმრებს ფილმების გადაღების იდეას და მიზნებს გააცნობენ. ფილმების ჩვენების შედეგად გამოკვეთილ საჭიროებებსა და პრობლემებზე დისკუსია გაიმართება.

ფილმების პრეზენტაციას უფლებადამცველი ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და შიდა ქართლში, სოფლად მცხოვრები ქალების მდგომარეობით დაინტერესებული პირები დაესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს ფილმების მთავარ მოქმედ გმირებთან, მერი კორინთელთან და ნარგიზა ემინოვასთან, გასაუბრების საშუალებაც ექნებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *