როგორ უნდა ჩავერთოთ თემის განვითარებაში – ტრენინგი ომით დაზარალებული ქალებისთვის

123 ნახვაროგორ და რატომ უნდა ჩავერთოთ ქალები თემის განვითარებაში – ამ საკითხზე ომით დაზარალებულ ქალებს ტრენინგი ჩაუტარდათ. მოწვეულმა ექსპერტმა მორეტა ბობოხიძემ ადგილობრივი და უცხო ქვეყნის მაგალითები მიმოიხილა და ქალებს აქტივიზმის შესაძლებლობები და შედეგები გაუზიარა. შეხვედრას  იძულებით გადააადგილებული და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები ესწრებოდნენ. მათ სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, როგორც თავადვე აღნიშნეს სხვა, დამატებითი საჭიროებები […]

Continue Reading

დევნილ ქალებს ტრენერებად გადაამზადებენ, რომლებიც დემოკრატიის კლუბებს უხელმძღვანელებენ

731 ნახვა”ქართული მედია ჯგუფი“ დემოკრატიის და მშვიდობის მშენებლობით დაინტერესებულ გოგონებსა და ქალებს (18 წლიდან) დევნილთა დასახლებებიდან (მოხისი, თელიანი, მეტეხი, კარალეთი, ბერბუკი, სკრა, ხურვალეთი, საქაშეთი, ვერხვები, შავშვები) დემოკრატიის კლუბების ლიდერებად იწვევს. შერჩეულ აპლიკანტეთან შეხვედრებს კვალიფიციური ტრენერები გორში, დემოკრატიის სკოლის შენობაში მოაწყობენ და ტრენერებად გადაამზადებენ. ტრენინგები 4 თვის განმავლობაში გაიმართება შემდეგ თემებზე: დემოკრატიის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში […]

Continue Reading

“ძალადობის მსხვერპლებს ფსიქოლოგიურ გაძლიერებაში ვეხმარებით” – ნინო ბალოიანი

143 ნახვაძალადობის მსხვერპლებს შიდა ქართლის რეგიონში წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი ეხმარება. გორის ოფისის კოორდინატორი ნინო ბალოიანი GMG- სთან საუბრისას იმ სერვისებს განმარტავს, რომელთა მიღებაც მათი მხარდაჭერითაა შესაძლებელი. ორგანიზაცია ბენეფიციარებს მომსახურებას ადგილზეც უწევს და ამ მიზნით სოფლად გასვლით შეხვედრებსაც აწყობს.

Continue Reading

ქალების ნაწილი საკუთარ თავსაც არ უტყდება, რომ ძალადობის მსხვერპლია – მარიამ თედლიაშვილი

108 ნახვაკარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი გორის მუნიციპალიტეტში 10 წელია მუშაობს. ადგილობრივ ქალებთან ერთად თემში ახალგაზრდების გააქტიურებასაც უწყობს ხელს და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებით თანასწორობის დამკვიდრებას ცდილობს. როგორია გოგონებისა და ქალების უფლებრივი მდგომარეობა სოფლად და რა გზები არსებობს ადგილობრივ დონეზე მათ დასაცავად, ამ და სხვა საკითხებზე GMG-ს კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ თედლიაშვილი ესაუბრება:

Continue Reading

რა კეთდება სოფლის პროგრამით ტირძნისის თემში? – სოფლად მცხოვრები ქალების ხმა

234 ნახვარაში დაიხარჯ(ებ)ა სოფლის პროგრამით გათვალისწინებული თანხა ტირძნისის თემში შემავალ სოფლებში, ლელა ლობჟანიძე მოგიყვებათ გადაცემაში “სოფლად მცხოვრები ქალების ხმა” გადაცემა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” მიერ Women’s Fund in Georgia ქალთა ფონდის მხარდაჭერით.

Continue Reading

“ქართული მედია ჯგუფი” სოფლის პროგრამის მონიტორინგს იწყებს

151 ნახვა გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ქალები სოფლის მხარდაჭერის პროგრმის ფარგლებში გამოყოფილი თანხების მონიტორინგს იწყებენ. “ქართულმა მედია ჯგუფმა” პროექტის მონაწილეები “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შეარჩია.

Continue Reading

“ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქალებმა საკუთარი უფლებების დაცვა თავად შეძლონ” – მარიამ ბუჩუკური

174 ნახვამარიამ ბუჩუკური ხელმძღვანელობს ორგანიზაციას “შიდა ქართლის სათემო ფონდი მშვიდობისა და განვითარებისთვის”. ადგილობრივ ქალებთან და ახალგაზრდებთან წლებია მუშაობს და სისტემატურად ცდილობს მათ გააქტიურებას. ამჟამად რუბრიკა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” მიერ “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით. ვიდეოში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით მის ავტორებს და შესაძლოა ის არ ემთხვეოდეს აღნიშნული ორგანიზაციების ოფიციალურ პოზიციებს:

Continue Reading

გუგუტიაანთკარელმა ახალგაზრდამ მარო მაყაშვილის სიმბოლური კუპიურა შექმნა

196 ნახვაგაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA Georgia) და Avon-ის ინიციატივით შემუშავებული პროექტის ფარგლებში გრაფიკულმა დიზაინერმა, ანა გუგუტიშვილმა იმუშავა, რომელმაც მარო მაყაშვილის სიმბოლური კუპიურის დიზაინი შექმნა. პროექტის იდეა ეროვნული გმირი ქალის, მარო მაყაშვილის გამოსახულებით სიმბოლური კუპიურის შექმნა იყო. რაც მთლიანობაში ორგანიზატორთა შეფასებით, გენდერული თანასწორობისკენ გადადგმულ მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. “თავიდანვე ძალიან მოვიხიბლე ამ იდეით და ვიზუალური გადაწყვეტის […]

Continue Reading

“ბვშვებს უნდა ვესაუბროთ ონლაინ სივრცის საფრთხეებზე” – ტრენინგი მშობლებისთვის და პედაგოგებისთვის

111 ნახვა“მეცნიერებათა სკოლამ” გორში დღეს ტრენინგს უმასპინძლა, რომელიც კიბერ ბულინგის რისკებსა და ონლაინ უსაფრთხოების გზებს ეხებოდა. ინტერნეტ უსაფრთოების სპეციალისტი ლილი ფულარიანი მშობლებსა და პედაგოგებს “კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის” მოწვევით შეხვდა. ეს ორგანიზაცია შიდა ქართლის რეგიონში ცნობიერების კამპანიას ახორციელებს, გოგონებისა დ ქალების უფლებებთან დკავშირებით. “მეცნიერებათა სკოლაში” შეკრებილ ქალებთან საუბრისას, ტრენერმა განსაკუთრებული აქცენტი სწორედ გოგონებთან დაკავშირებულ რისკებზე […]

Continue Reading

ხაშურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა შორის 38% ქალია

46 ნახვა ხაშურის მუნიციპალიტეტი ერთადერთი რეგიონია შიდა ქართლში, რომლის საკრებულოსაც ქალი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოს სულ 8 ქალი წევრი ჰყავს. 27 წევრიან საკრებულოში ქალები მაინც უმცირესობას წარმოადგენენ, ისევე როგორც მთლიან მუნიციპალიტეტში. 2022 წლის მდგომარეობით, ხაშურის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულ ქალთა რაოდენობა ჯამში 38%-ს შეადგენს. პოლიტიკურ თანამდებობაზე კაცები ისევ ჭარბობენ ქალებს. თუ საკრებულოში ასეთ […]

Continue Reading