როგორ ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროების ფაქტები – ფემინისტური მოძრაობის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ

როგორ ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროების ფაქტები – ფემინისტური მოძრაობის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ

ქალთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების გაცნობის შემდეგ, შიდა ქართლის ფემინისტური მოძროაბის წევრები სექსუალური შევიწრობის საკითხს გაეცნენ. ამ თემაზე ტრენინგი მათ ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ელენე რუსეცკიმ ჩაუტარა. თავდაპირველად თითოეული მონაწილის მოსაზრებები მოისმინა აღნიშნულთან დაკავშირებით, შემდეგ კი მათ ბოლო პერიოდში გამოვლენილ შემთხვევებსა და პრობლემის აღმოფხვრის შესაძლებლობებზე გაუზიარა ინფორმაცია.

2 საათიან ტრენინგზე ბუნებრივია ამ თემას ვერ ამოვწურავთ, მაგრამ შევეცადეთ გენგვეხილა ძირითადი საკითხები, რაც სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება. თავდაპირველად მოვისმინე როგორ ესმოდათ ამ თემის განმარტება და შემდეგ კონკრეტული ქეისების განხილვით ვისაუბრეთ მსგავსი სახის შემთხვევებზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ზოგიერთმა მათგანმა სწორედ ამ ტრენინგის დასასრულს გააცნობიერა, რომ მინიმუმ ერთხელ მაინც აღმოჩენილა ასეთ სიტუაციაში. საერთო ჯამში მისასალმებელია, რომ პროექტის ფოკუსი მიქცეულია რეგიონის ისეთ სოფლებზე, სადაც ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ თემებზე ცნობიერების დონე დაბალია. პროექტის მონაწილეებს ასეთ ვითარებაში ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ საკუთარ თემში”, – აღნიშნა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ელენე რუსეცკიმ.

ტრენერმა მონაწილეებს მიაწოდა ასევე ინფორმაცია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ქმედება სექსუალურ შევიწროებად და სად ფიქსირდება ძირითადად ასეთი ფაქტები. ელენე რუსეცკის განმარტებით, ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძო კომპანია, ქუჩა და ა.შ.

ტრენინგი შიდა ქართლის 10 სოფლის წარმომადგენელ ქალთან, “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ქალთა ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: