შიდა ქართლის სოფლებში მცხოვრები ქალები საკუთარ საჭიროებებზე ვიდეო ბლოგებში ისაუბრებენ

შიდა ქართლის სოფლებში მცხოვრები ქალები საკუთარ საჭიროებებზე ვიდეო ბლოგებში ისაუბრებენ

გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში სოფლად მცხოვრები ქალები ვიდეო ბლოგეში იღებენ მონაწილეობას. ამისთვის, ტექნიკურ მხარეს ქართული მედია ჯგუფი უზრუნველყოფს. ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შემოდგომამდე 10 ვიდეო ბლოგი ადგილობრივი ქალების მონაწილეობით უნდა მომზადდეს, რომელსაც “ქართული მედია ჯგუფი” სხვადასხვა ჯგუფებში გაავრცელებს. დირბი, დვანი, ზღუდერი, ცხრამუხა, წრომი, ქვიშხეთი, ზარდიაანთკარი, ხიდისყური, საკორინთლო, ფერმა-ეს ის სოფლებია სადაც სპეციალური გადამღები ჯგუფი ქალთა საჭიროებებს იკვლევს და მათ სურვილებს ისმენს.

უკვე 2 თვეა, მიმდინარეობს გადაღების პროცესი შიდა ქართლის სოფლებში. უნდა მოვამზადოთ სულ 10 ვიდეო მასალა, სადაც ქალები თავად ისაუბრებენ თუ რა იციან საკუთარი უფლებების შესახებ, რა სერვისებზე (არ) მიუწვდებათ ხელი, რა პრობლემები და საჭიროებები აქვთ ადგილზე და რა მხრივ სურთ შეიცვალოს მათი ცხოვრება. ვიფქრობთ, საინტერესო ვიდეო მასალები გვექნება აგვისტოს ბოლოსთვის, რაც ერთვარი თვალსაჩიო საფუძველი იქნება იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა მიმართულებითა უნდა გავაგრძელოთ მათთან მუშაობა პროექტის დასრულების შემდეგაც”, – ამბობს ქართული მედია ჯგუფის ჟურნალისტი, შორენა ბიჭიკაშვილი.

6 თვიანი პროექტი, რომელსაც შიდა ქართლის 10 სოფელში “ქართული მედია ჯგუფი” ახორციელებს “ქალთა ფონდის” მიერაა მხარდაჭერილი და მისი მიზანია ფემინისტური მოძრაობის ჩამოყალიბება – სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალების მხარდასაჭერად შიდა ქართლში.

Facebook-square Twitter
Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: