როგორ უნდა ვიყოთ დაცულად ონლაინ სივრცეში – ტრენინგი პროექტის მონაწილეებისთვის

როგორ უნდა ვიყოთ დაცულად ონლაინ სივრცეში – ტრენინგი პროექტის მონაწილეებისთვის

შიდა ქართლის ფემინისტური მოძრაობის წევრებს ტრენინგი ამჯერად ციფრულ უსაფრთხოებაზე ჩაუტარდათ. გამოცდილება და მნიშვნელოვანი საკითხები პროექტის მონაწილეებს ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტმა, ლილი ფულარიანმა გაუზიარა. თავდაპირველად მათგან მოისმინა პასუხები კითხვაზე თუ რამდენად დაცული აქვთ ის სოციალური სივრცე, სადაც ყოველდღიურად საკმაოდ დიდ დროს ატარებენ და სადაც მათთვის მნიშვნელოვანი არაერთი ინფორმაციის გაცვლა-გავრცელება ხდება.

ტრენერმა შეხვედრის მონაწილეებს კონკრეტული რჩევებიც მისცა და განუმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა ონლაინში და რა რისკები შესაძლოა არსებობდეს ამ საკითხების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში.

პრეზენტაციის შემდეგ საუბარი შეეხო ფოტო-ვიდეო მასალების ადგილიდან გავრცელებას და ე.წ. ლოკაციის მონიშვნას. მსმენელების მხრიდან ინტერესი გამოიკვეთა ბავშვების ფოტოების გავრცელებასთან დაკავშირებით და ასევე გოგონების მიმართ განხორციელებული კიბერ-ბულინგის შემთხვევებზე.

თითოეულმა მონაწილემ აღნიშნა, რომ მსგავსი სახის ინფორმაცია სპეციალისტის მხრიდან პირველად მიიღო და შესაბამის რეკომენდაციებს სოციალურ ქსელში ქმედებებთან დაკავშირებით დაუყონებლივ გაითვალისწინებს.

2 საათიანი შეხვედრის შემედეგ ციფრული უსაფრთხოების ტრენერმა პროექტის მონაწილეებს სასარგებლო ბმულებიც გაუზიარა და ყალბი ამბის თუ ფოტო სურათის ამოცნობის საშუალებებიც განუმარტა. ფემინისტური მოძრაობის წევრები, რომლებიც შიდა ქართლის სხვადასხვა სოფლიდან არიან, გეგმავენ, რომ მიღებული გამოცდილება მათი თემის ახალგაზრდებსაც გაუზიარონ, რადგან მათივე თქმით მათ ეს აუცილებლად სჭირდებათ, თუმცა მსგავსი ინფორმაციის მიღებაზე ხელი არ მიუწვდებათ.

ციფრულ უსაფრთხოებაზე ტრენინგი ქართული მედია ჯგუფის პროექტის, “ფემინისტური მოძრაობა სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალების მხარდაჭერისთვის” ფარგლებში მოეწყო, რომელიც შიდა ქართლში “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით ხორციელდება.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: