ქალი, რომელმაც სოფელ ფერმაში 22 წლის გოგო ძალადობისგან იხსნა

ქალი, რომელმაც სოფელ ფერმაში 22 წლის გოგო ძალადობისგან იხსნა

ავტორი: შორენა ბიჭიკაშვილი

“ახალგაზრდა ქალს მეუღლე და დედამთილი სცემდნენ – არ შემეძლო არ დავხმარებოდი” -ასე იწყებს საუბარს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მცხოვრები ნარგიზა ემინოვა, რომელმაც თანასოფლელის ოჯახში დაწყებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა, “ქართულ მედია ჯგუფს” შეატყობინა.

“სიტყვებს თავს ძლივს ვუყრი, ძალიან აფორიაქებული ვარ დაგვეხმარეთ, დგვაკვალიანეთ პოლიციას უკვე შევატყობინე და მოძალადე  დაკავებულია,“-ამბობდა ნარგიზა ემინოვა სატელეფოო საუბრისას.

ნარგიზა ემინოვა სფელ ფერმიდანაა, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობაა დასახლებული. ის შიდა ქართლის ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრია კასპის მუნიციპალიტეტიდან და მონაწილეობს, ,,ქართული მედია ჯგუფის პროექტში” “ფემინისტური მოძრაობა სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალების მხარდასაჭერად შიდა ქართლში. სწორედ “ქალთა ფონდის მიერ დაფინანსებული ტრენინგებიდან მიიღო ის ინფორმაცია,რაც ახლა პრაქტიკაში, თანასოფლელის დასახმარებლად გამოიყენა.

ფერმაში ჩასულ ჟურნალისტებს ნარგიზა სოფელის შესასვლელში დახვდა და იმ სახლისაკენ წაიყვანა, სადაც სავარუდო ძალადობის მსხვერპლი,  22 წლის გოგო ცხოვრობდა.  გზაში გარკვეული ინფორმაციის მოყოლა მოასწრო, თქვა რომ მისი თანასოფლელი ხშირდ იყო მეუღლის და დედამთლის მხრიდან, როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

“თავი ვალდებულად ჩავთვალე და გოგონას ვუთხარი, რომ მას საკუთარი უფლებების დაცვა სამრთლებრივად შეეძლო.”-აღნიშნა ნარგიზამ.

 გზად სკოლის დანახვისას ისიც ახსენა, რომ  გოგოები ამ სოფელში სკოლას იშვიათად ამთავრებენ,  სწავლას აღარ აგრძელებენ და თხოვდებიან. მისივე განარტებით  ეს აქ დღესაც ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ დაა გარკვეული პერიოდის მანძილზე მასაც ასე ეგონა. პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგიდან კი, როგორც თავად ამბობს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები და შედეგები უკეთ გაიაზრდა და გააცნობიერა.

ოჯახში, სადაც 22 წლის გოგო ცხოვრობდა, უფლებადამცველების დანახვა გაეხარდათ, გარკვეული იმედი გაუჩნდათ,  რომ მარტონი არ იყვნენ. ნარგიზა ,,თარჯიმნობასაც” ითავსებდა, რადგან გოგონა ქართულად ვერ საუბრობდა, განსხვავებით მამამისისა და ბიძისგან. 22 წლის გოგო ყვებოდა, რომ ქმარი და დედამთლი მასზე სისტემატურად ძალადობდა.

“ჩემმა დედამთილმა წააქეზა ჩემი ქმარი და უმოწყალოდ მცემა. დამემუქრა ჩემი ქმარი, რომ შენ პატრონი არ გყავს და ძმას მოგიკლავო, ერთხელ ვიჩივლე და ციხეში დაჭერილი მალევე გამოუშვეს. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, ხის საკიდით მცემეს, ქმარი მირტყამდა და დედამთილი მიმატებდა. თან იძახდა, ისე ძალინ სცემე, რომ ჩვენი დანახვის ეშინოდესო. თავში და სახეში მირტყამდნენ, მერე საყვავილე მესროლა. ყველაფერი მტკივა, მთელი სხეული მტკივა, ეს გაუსაძლისია. წარბი გავიკეთე სალონში და რომ მოვედი ასე გამისწორდნენ”,-აღნიშნა ახალგაზრდა ქალმა.

როგორც ირკვევა, 30 წლის მამაკაცი, რომელიც ცოლზე ძალადობდა, პოლიციაში მხოლოდ 2 დღე გაატარა, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ის 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე გამოძიება ძალადობისა და მუქარის მუხლებით მიმდინარეობს.  

დაარალებული კი როგორც მედიასთან ამბობს, ნარგიზას გარეშე ასეთ გაბედულ ნაბიჯს ვერ გადადგამდა და თავის გადარჩენის გზებს დამოუკიდებლად ვერ გამონახავდა. ფემინისტური მოძრაობის წევრი კი ამბობს, რომ მზადაა საკუთარ თემში ქალების მხარდასაჭერად უფრო აქტიურად იმუშაოს და მსგავსი შემთხვევები სათანადო უწყებების რეაგირების მიზნით, სოფელში დროულად გამოავლინოს.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: