შიდა ქართლში სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებზე დისკუსია გაიმართება

შიდა ქართლში სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებზე დისკუსია გაიმართება

“ქართული მედია ჯგუფის” ორგანიზებით და “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებზე დისკუსია გაიმართება. საკუთარ სოფელში არსებულ ქალთა მდგომარეობას მოწვეულ სტუმრებს, პროექტის 10 მონაწილე გააცნობს.

“ფემინისტური მოძრაობა სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალების მხარდასაჭერად შიდა ქართლში” – 6 თვიანი პროექტია, რომლის ფარგლებში გორის, ხაშურის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებმა ქალებმა ტრენინგ-კურსი გაიარეს, სადაც ქალთა უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებზე საჭირო ინფორმაცია მიიღეს. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე, ისინი საკუთარ თემში ქალთა ყოფა-ცხოვრებას სწავლობენ და საჭიროების მიხედვით, ვითარების გაუმჯობესებაში სათანადო ორგანიზაციებსა და სამსახურებთან შუამდგომლობით ეხმარებიან.

“პროექტის პირველი ეტაპი ვფიქრობ წარმატებით დავასრულეთ. სოფლად მცხოვრებმა ქალებმა მნიშვნელოვანი და საინტერესო ტრენინგები გაიარეს, პარალელურად “ქართული მედია ჯგუფის” მიერ მომზადდა და გავრცელდა 10 ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანს ქალთა მდგომარეობა სოფლად. ქალების დამოკიდებულებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მათი უფლებრივი მდგომარეობის განხილვა ნათლად მოწმობს, რომ შიდა ქართლის სოფლებში, განსაკუთრებით ქარელის, კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სამუშაო ნამდვილად არის. ვფიქრობთ, ამ პროექტის ფარგლებში შემნილი პორტალის, Feminism.ge -ს საშუალებით შევძლებთ ამ ქალების გააქტიურებას და მათი ჩართულობის გაზრდას”, – ამბობს “ქართული მედია ჯგუფის” წარმომადგენელი და პროექტის კოორდინატორი, ლელა ლობჟანიძე.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: