“თეთრი ბუშტების” აქცია და სამშვიდობო გზავნილები ქალებისგან, ოკუპაციის ხაზთან

“თეთრი ბუშტების” აქცია და სამშვიდობო გზავნილები ქალებისგან, ოკუპაციის ხაზთან

“ჩვენ გვინდა მშვიდობა” – ამ წარწერებით დღეს საოკუპაციო ხაზთან თეთრი ბუშტები გაუშვეს. სამშვიდობო გზავნილების ავტორები შიდა ქართლში, სოფლად მცხოვრები ქალები არიან, რომლებიც აქციაში მოზარდებთან ერთად ჩაერთვნენ.

მერი კორინთელი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვში ცხოვრობს. მისი თქმით, ამ სახით ოკუპირებულ მხარეს მცხოვრებ ქალებს ხმა მიაწვდინეს საკუთარ სურვილებზე, მათთან თანაცხოვრების შესახებ. ასევე შეახსენეს, რომ ომი ყველას აზარალებს და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანია ახალმა თაობამ მომავალში აღარ ნახოს ის საშინელი დღეები, რაც ვნახეთ 2008 წელს. სწორედ, მოზარდებთან ერთად მივედით დღეს, საოკუპაციო ხაზთან და გავუშვით ბუშტები.  “ჩვენ მშვიდობა გვინდა” ამ ლოზუნგით შევეცადეთ ხმა მიგვეწვდინა ოკუპორებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალი თაობისთვის, რომ ომი არავის სურს და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს”, – ამბობს აძვში მცხოვრები მერი კორინთელი.

ელზა კოპაძე სოფელ დვანში ცხოვრობს, ის ფემინისტური მოძრაობის წევრია, რომელიც შიდა ქართლში, სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალების მხარდასაჭერად “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით შეიქმნა. ელზა ფიქრობს, რომ ქალების როლი სამშვიდობო პროცესებში მნიშვნელოვანია და სასიკეთო ცვლილებების განხორციელება მათ ამ მიმართულებითაც შეუძლიათ.

“2008 წლის ომის შემდეგ, იმხელა ტრავმა მიიღო ამ სოფელში მცხოვრებმა ხალხმა რომ მშიდობის ფასი ალბათ მათზე კარგად ბევრმა არ იცის. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო მშვიდობის მშენებლობის პროცესში და სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ვინც ომის შედეგად ჩვენი სოფლის მსგავსად დაზარალდა”, – ამბობს ელზა კოპაძე.

შიდა ქართლის ფემინისტური მოძრაობის წევრია დალი მარგიევიც. ის კასპის მუნიციპალიტეტში ახალ თაობასთან ერთად ჩაერთო “თეთრი ბუშტების” აქციაში და სამშვიდობო გზავნილები მშობლიურ სოფელ საკორინთლოდან ოკუპირებული მხარის მიმართულებით გაუშვა.

” ამ სოფლის ნაწილი ოკუპირებულია და შემოღობილია მავთულხლართებით. ამ ბუშტებზე არის წარწერა “ჩვენ მშვიდობა გვინდა”, რითიც ვეუბნებით რუსეთის ჯარისკაცებს, რომ შეაჩერონ ოკუპაციოა და ქართველებს და ოსებს, მოგვცენ მშვიდობიანი თანაცხოვრების საშუალება”, – აცხადებს დალი მარგიევი.

სოფელი კოშკა
სოფელი აძვი
სოფელი დვანი

“თეთრი ბუშტების” აქცია 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას მიეძღვნა, რომელიც “ქართული მედია ჯგუფის” მიერ დაორგანიზდა. ორგანიზაცია წლებია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქალებთან მუშაობს, წელს კი ამ გუნდს ქალები, შიდა ქართლის სხვადასხვა სოფლიდანაც შეუერთდნენ.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: