სოფლად მცხოვრები ქალები ფემინისტური მოძრაობის შესაძლებლობებს გაეცნენ

სოფლად მცხოვრები ქალები ფემინისტური მოძრაობის შესაძლებლობებს გაეცნენ

ფემინისტური მოძრაობის მიზნები და მისი შესაძლებლობები სოფლად – ეს იყო ტრენინგის თემა, რომელსაც ქალები ონალინ რეჟიმში შიდა ქართლის 10 სოფლიდან დაესწრნენ. შეხვედრას “ახალგაზრდა ფემინისტების” წარმომადგენელი, მარიამ თოფჩიშვილი უძღვებოდა. ტრენინგის მონაწილეებს მან ის პროცედურები გააცნო, რაც საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციის ოფიციალურად ჩამოყალიბებისთვის.

სოფლად მცხოვრები ქალები ამ დროისთვის შიდა ქართლში, ფემინისტურ მოძრაობას წარმოადგენენ და მომავალში თემში არსებულ ქალთა საჭიროებებზე, მათი ადვოკატირების მიზნით, აქტიურ მუშაობას გეგმავენ. ტრენინგის პროცესში, ზოგიერთი მათგანი დაინტერესდა თუ რა გზებითაა შესაძლებელი თანამოაზრეების შემოკრება და მათთან ერთად იურიდიული პირის, (ა)აიპ -ის ოფიციალურად შექმნა.

“პროექტის პირველი ეტაპი პრაქტიუკულად ამ ტრენინგით დავასრულეთ. შიდა ქართლის 10 სოფელში უკვე გვყავს სათანადოდ გადამზადებული ლიდერი ქალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საკუთარ თემში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის ინტენსიურ რეჟიმში შესწავლას და სათანადო რეაგირებას. ტრენინგების პარალელურად, ამ დრომდე ისინი აქტიურად იყვნენ ჩართლები ვიდეო ბლოგების მომზადების პროცესშიც, სადაც საკუთარ თემში არსებულ საჭიროებებზე, მათი თანასოფლელი ქალები საუბრობენ”, – ამბობს “ქართული მედია ჯგუფის” ხელმძღვანელი, ნინო ჩიბჩიური.

პროექტს, “ქართული მედია ჯგუფი” “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით ახორციელებს. მისი მიზანია, შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტის 10 სოფელში (ხაშურის მუნიციპალიტეტი – ქვივშხეთი, ცხრამუხა, წრომი, გორის მუნიციპალიტეტი – ზარდიაანთკარი, ქარელის მუნიციპალიტეტი – დირბი, ზღუდერი, დვანი, კასპის მუნიციპალიტეტი საკორინთლო, ხიდისყური, ფერმა (აზერბაიჯანელი თემი) – მცხოვრები გოგონების/ ქალების ცნობიერების ამაღლება და გააქტიურება თემში მცხოვრები გოგონებისა და
ქალების მხარდასაჭერად
.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: