15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალები  თემში არსებულ პრობლემებს განიხილავენ

15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალები თემში არსებულ პრობლემებს განიხილავენ

15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში ქალები, შიდა ქართლის 10 სოფლიდან საკუთარ თემში არსებულ პრობლემებს განიხილავენ. ღონისძიება სოფლად მცხოვრები ქალების დღეს ეძღვნება და მისი ორგანიზატორი “ქართული მედია ჯგუფია”.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გორის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალები და თემში არსებულ საჭიროებების მოგვარების საკუთარ ხედვაზე ისაუბრებენ მოწვეულ სტუმრებთან, რომელთა შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, უფლებადამცველები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები იქნებიან.

გარდა პრობლემების განხილვისა, მომხსენებლები 4-ვე მუნიციპალიტეტიდან, ქალთა უფლებრივ მდგომარეობასაც შეაფასებენ და მსმენელებს ტრენინგებიდან მიღებულ ინფორმაციას გაუზიარებენ.

ქალთა უფლებებზე, მათი დაცვის მექანიზმებზე, გოგონათა მიმართ განხორციელებულ კიბერუსაფრთხოებასა და ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებული ცნობიერების დონე მათ “ქალთა ფონდის” პროექტის ფარგლებში აიმაღლეს, რასაც აღნიშნულ შეხვედრაზე სპეციალურად მოწვეული თანასოფლელი ქალებისთვისაც გააჟღერებენ.

“ქართული მედია ჯგუფი”, შეხვერას, “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში აწყობს, რომლის მიზანს სწორედ სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალების გააქტიურება წარმოადგენს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეხვედრას შემდეგი ბმულის საშუალებით შეუერთდნენ: https://us02web.zoom.us/j/86060384949

შეგახსენებთ, 15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნდა. ამ თარიღით აღიარებულია სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილი ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.

გაეროს ქალთა ორგზანიზაციის მონაცემებით, სოფლად მცხოვრები ქალები მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ და გლობალურისოფლის მეურნეობაში ჩართული მუშახელის 43% არიან.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: