შიდა ქართლში ფემინისტურ მოძრაობას 15 ახალი წევრი შეემატა

შიდა ქართლში ფემინისტურ მოძრაობას 15 ახალი წევრი შეემატა

შიდა ქართლში ფემინისტური მოძრაობის წევრთა რაოდენობა გაიზარდა. ხაშურში, ქარელსა და კასპში მდებარე სოფლებიდან ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთაზე თემში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, დევნილი, საოკუპაციო ხაზთან და მთიან ზონაში მცხოვრები ქალები იმუშავებენ.

“ქართული მედია ჯგუფი” რეგიონის 15 სოფელში შეხვდა ქალებს, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

ისინი წლის ბოლომდე სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან, 2022 წლის პირველივე თვიდან ადვოკატირების პროცესში ჩაერთვებიან.

მათთან ერთად დაგეგმილია შეხვედრები ადგილბრივ ხელისუფლებებთან გამოკვეთილი საკითხების განსახილველად.

სოფლად მცხოვრები ქალების ჩართულობით ფემინისტური მოძრაობა შიდა ქართლში, 5 თვის წინ “ქართულმა მედია ჯგუფმა” შექმნა, რა დროსაც პროექტში 10 ქალი ჩაერთო. ამჟამად, კი მათი რიცხვი ჯამში 25-ს შეადგენს.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: