feminism.ge – ქალთა უფლებადამცველებისთვის შექმნილი საიტის პრეზენტაცია გაიმართება

feminism.ge – ქალთა უფლებადამცველებისთვის შექმნილი საიტის პრეზენტაცია გაიმართება

20 ნოემბერს, 19:00 საათზე “ქართული მედია ჯგუფი” საიტის პრეზენტაციას მოაწყობს. ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრას ძირითადად ქალთა უფლებადამცველები დაესწრებიან, რომლებიც შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში საქმიანობენ.

“ქართული მედია ჯგუფი” დაგეგმილი ღონისძიებით, მოახლოებულ 16 დღიან კამპანიას (ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ) ეხმიანება და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც ქალთა გაძლიერებისთვის მუშაობენ, ახალ საინფორმაციო პლატფორმას სთვაზობს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ქალთა უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება შეეძლება “ქართული მედია ჯგუფის” დახმარებით.

ამავე ღონისძიებაზე “ქართული მედია ჯგუფი” შეაჯამებს “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის აქტივობებს, სახელწოდებით, “ფემინისტური მოძრაობა სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალების მხარდასაჭერად შიდა ქართლში”, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული საიტი შეიქმნა.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: