ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფემინისტები” დებატების ჩემპიონატს იწყებს

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფემინისტები” დებატების ჩემპიონატს იწყებს

ა(ა)იპ “ახალგაზრდა ფემინისტები” მონაწილეთა მიღებას აცხადებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ:

  • აიმაღლონ ცნობიერება გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • მიიღონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება ბრიტანული საპარლამენტო სტილით დებატების შესახებ 

  • განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარი

  • დახვეწონ საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება

  • განივითარონ კომუნიკაციის უნარი და დაამყარონ პერსონალური “ნეთვორქინგი” ადგილობრივ ახალგაზრდებთან 

  • განივითარონ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები


პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შიდა ქართლში მცხოვრებ მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებს.

აპლიკაციები მიიღება 10 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით (23:59).

გარდა თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილებისა, თითოეული მონაწილე მიიღებს სერტიფიკატსა და ბრენდირებულ საჩუქრებს, ხოლო გამარჯვებული გუნდისთვის გათვალისწინებულია ფასიანი პრიზები (ტექნიკა)


ღონისძიება ხორციელდება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფემინისტების“ მიერ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “ფიფლ ინ ნიდ” მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში” ფარგლებში. 

დაინტერესებულ პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე ან დაუკავშირდნენ ორგანიზაციას მეილზე: info.femin@gmail.com

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: