გალერეა

“ქართულმა მედია ჯგუფმა” ქალთა ფონდის მხარდაჭერით, შიდა ქართლის 10 სოფელში მოამზადა ვიდეო ბლოგები, რომლებშიც ნათლად იკვეთება, ქალთა მდგომარეობა და დღემდე არსებული გენდერული სტერეოტიპები.

ქალები საუბრობენ თემში არსებულ რეალურ ფაქტებზე, შეხედულებებზე, საკუთარ მოსაზრებებსა და ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამიზნე სოფლებში ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია.

მომზადებულ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს პროექტის ავტორთა და მხარდამჭერი ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციებს.

არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად 10-ვე სოფელში “ქართულმა მედია ჯგუფმა” საკუთარი წარმომადგენელი შეარჩია და ადგილზე, ქალთა მხარდაჭერისთვის სპეციალური ტრენინგ-კურსი გაატარა. ლიდერი ქალები ორგანიზაციასთან მუშაობას კვლავაც აგრძელებენ და საკუთარ სოფლებში ქალთა ყოფა-ცხოვრებას feminism.ge -ზე პერიოდულად ასახავენ.

ცისანა თაზიაშვილი, ზარდიაანთკარიდან
ზაირა კასანოვი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმადან
ჟუჟუნა კოღაძე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოდან
მუსარი ბახჩარგიზი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურიდან
თამარ ყიფიანი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერიდან
დალი კოპაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბიდან
თინა კოშუაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანიდან
ირინე გოგოლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხადან
ლალი სარალიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი წრომიდან
დოდო მაისურაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთიდან
Share
%d bloggers like this: