გუნდი

ლელა ლობჟანიძე – “ქართული მედია ჯგუფის დამფუძლებელი, პროექტების კოორდინატორი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, ვთვლი, რომ ეს საკითხი ერთ-ერთ სერიზულ გამოწვევად რჩება. ვფიქრობ, საჭიროა  მუდმივად აქტიური მუშაობა და შეხსენება ქალებისთვის,  რომ არ არიან მარტო. მუდმივად უნდა ვესაუბროთ იმაზე, რომ არ დახუჭონ თვალი არანაირ ძალადობასა და ჩაგვრაზე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასა და ნებიემიერ ისეთ ქმედებაზე, რომელიც მათ უფლებებს ლახავს, რომელიც მათ განვითარებასა და წინსვლას უშლის ხელს.

“ქართული მედია ჯგუფი” სწორედ ის ორგანიზაციაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი და მთავარი  ადამიანის უფლებების დაცვაა, ამ მიზნით შიდა ქართლის  სოფლებში თემის ლიდერ ქალებთან მუშაობას ჩვენი გუნდი მომავალშიც გააგრძელებს. ინფორმაციას კი ინტენსიურად, ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილ პორტალზე, Feminism.ge ზე გავავრცელებთ.

შორენა ბიჭიკაშვილი – “ქართული მედია ჯგუფის” წევრი, ჟურნალისტი

ამ პროექტის ფარგლებში მე და ჩემმა ოპერატორმა 10 ვიდეო ბლოგი მოვამზადეთ ქალებზე, რომლებიც შიდა ქართლის სხვადასხვა სოფელში, თითქმის იდენტური პრობლემებით ცხოვრობენ. ამ პროექტით მათ მივეცით საშუალება გულახდილად ესაუბრათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ეს იყო ჩემთვის ახალი გამოწვევა მომესმინა  აქვე, ჩვენს გვედით მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის,  განსხვავებილი ისტორიებით, შეხედულებებით და ღირებულებებით. მინდა მათი ხმა სხვებსაც ესმოდეთ და  გახდნენ მაგლითები,  რომლებიც შეძლებენ ცვლილებების განხორციელებას საკუთარ თემში. ჩვენი მიზანი ამ აქტივობებით, სწორედ მათი გააქტიურება იყო.

Share
%d bloggers like this: