პროექტები

ფემინისტური მოძრაობა სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალების მხარდასაჭერად შიდა ქართლში

“ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი 6 თვიანი პროექტი შიდა ქართლში ა(ა)იპ ქართული მედია ჯგუფის მიერ „ქალთა ფონდი მხარდაჭერით“ განხორციელდა.  პროექტის მიზანს წარმოადგენდა, შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტის 10 სოფელში (ხაშურის მუნიციპალიტეტი ქვივშხეთი, ცხრამუხა, წრომი, გორის მუნიციპალიტეტი – ზარდიაანთკარი, ქარელის მუნიციპალიტეტი-დირბი, ზღუდერი, დვანი, კასპის მუნიციპალიტეტი-საკორინთლო, ხიდისყური, ფერმა)  მცხოვრები გოგონების/ქალების ცნობიერების ამაღლებას და გააქტიურებას თემში მცხოვრები გოგონებისა და ქალების მხარდასაჭერად. 

პროექტის მონაწილეები:

დარინა ერაძე – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი დირბი

“ჩემთვის აუცცილებელი იყო ამ პროექტში მონაწილეობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ გავიგე იმ ორგანიზაციების არსებობის შესახებ, რომლებიც იცავენ ქალების უფლებებს. ეს ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი მათგანი ძალადობის მსხვერპლია და შესაძლოა ვერც აცნობიერებდეს ამას, ან არ იცოდეს ვის მიმართოს დასახმარებლად. ამიტომ მე ჩემს თემში შევეცდები ასეთ ქალებს გავუზიარო ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა და გამოცდილება და ავუხსნა, რომ შესაძლებელია მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა”.

ელზა კოპაძე – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი დვანი

“ბოლო წლების განმავლობაში ტელევიზიით თუ სოციალური ქსელების საშუალებით ვიგებთ, რომ სულ უფრო მეტი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი, თუმცა რეალური ცოდნა არ გვაქვს თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფერთან ბრძოლა. ეს პროექტი კი გვაძლევს საშუალებას მე და ჩემს თემში მცხოვრებ ქალებს, მეტი გავიგოთ და ვისწავლოთ ჩვენივე უფლებების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში კი შევძლოთ მოძალადისგან თავის დაღწევა და დავეხმაროთ სხვა ქალებსაც თუ კი ვინმეს ამის საჭიროება ექნება”.

ხატია გაგლოშვილი – ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზღუდერი

“ბოლო წლების განმავლობაში ტელევიზიით თუ სოციალური ქსელების საშუალებით ვიგებთ, რომ სულ უფრო მეტი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი, თუმცა რეალური ცოდნა არ გვაქვს თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფერთან ბრძოლა. ეს პროექტი კი გვაძლევს საშუალებას მე და ჩემს თემში მცხოვრებ ქალებს, მეტი გავიგოთ და ვისწავლოთ ჩვენივე უფლებების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში კი შევძლოთ მოძალადისგან თავის დაღწევა და დავეხმაროთ სხვა ქალებსაც თუ კი ვინმეს ამის საჭიროება ექნება”.

ნათია ბაკაშვილი – ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ცხრამუხა

“მინდა, რომ მეტი ინფორმაცია მივიღო ქალთა უფლებების შესახებ. მსურს უკეთ გავაცნობიერო ძალადობის ის ფორმები, რაც საზოგადოებაში გენდერულ უთანასწორობას იწვევს. ამ პროექტით, ტრენინგებით და სხვა აქტივობებით, ეტაპობრივად ვიღებ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რაც აუცილებლად გამომადგება მომავალში, სოფლად მცხოვრები ქალების დასახმარებლად და მათი უფლებების დასაცავად”.

რუსკა ხაჩიძე – ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვიშხეთი

“მე ვცხოვრობ სოფელში, სადაც ქალებმა ომი გამოიარეს. რამდენიმე წლით სოფელიც დატოვეს, მაგრამ ცხოვრებას არ შეუშინდნენ და დანგრეულ კედლებში ყველაფერი ისევ ნულიდან დაიწყეს. ვფიქრობ, ასეთ ქალებს უნდა იცნობდეს საზოგადოება, რომელთა სიძლიერე ყოველდღიურ მათ ყოფაში ნათლად იკვეთება. სწორედ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, იმისთვის, რომ სოფელში ახალ თაობას მხოლოდ რამდენიმე სტუდენტი არ წარმოვადგენდეთ, მინდა მაქსიმალურად ჩავერთო იმ პროექტებში, რომლებიც ქალთა მხარდაჭერას ითვალისწინებს. მიხარია, რომ ვმონაწილეობ შიდა ქართლის ფემინისტრური მოძრაობის შექმნაში და მაქვს შესაძლებლობა კვალიფიციური ტრენერებისგან საჭირო ინფორმაცია მიივიღო”.

ქეთევან გიგოლაშვილი – ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი წრომი

“ვფიქრობ, საზოგდოების ინფორმირებულობის საკითხი დღესდღეობით დიდ პრობლემას წარმოადგენს, რაც ძირითადად საფუძველი ხდება იმისა, რომ ადამიანებმა არ იციან ძალადობისა და სხვა მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად რა ხერხს მიმართონ. შესაბამისად, ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან შევიძინო ცოდნა ქალთა უფლებებთან დაკავშირებით და გავუზიარო ეს გამოცდილება თემში მცხოვრებ სხვა ქალებსაც. ეს პროექტი მაძლევს საშუალებას გავხდე უფრო მეტად ძლიერი და თავდაჯერებული და ანალოგიური განწყობა შევუქმნა სოფლად მცხოვრებ ქალებს”.

მარიამ გაბლიშვილი – გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზარდიაანთკარი

“ჩემ სოფელში ჯერ კიდევ ხშირად ვხვდებით გენდერულ სტერეოტიპებს. ამ პროექტის ფარგლებში გავლილი ტრენინგებიდან აღმოვაჩინე, რომ სმწუხაროდ ბევრ საკითხზე მეც ამ დრომდე განსხვავებული შეხედულება მქონდა. ვთვლი, რომ სწორდ ჩემნაირი ქალებისთვისაა აუცილებელი ინფორმაციის გაზიარება საკუთარი უფლებების შესახებ. ვფიქრობ, ჩემი თაობის ქალების მხრიდან დღემდე ვლინდება არასწორი დამოკიდებულებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მე პედაგოგი ვარ და უმნიშვნელოვანესია ვიყო სათანადოდ ინფორმირებული ახალ თაობაში ჯანსაღი აზროვნების დანერგვის ხელშეწყობისთვის.”

ინგა ლიპარტელიანი – კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხიდისყური

 

“ჩემ სოფელში ჯერ კიდევ ხშირად ვხვდებით გენდერულ სტერეოტიპებს. ამ პროექტის ფარგლებში გავლილი ტრენინგებიდან აღმოვაჩინე, რომ სმწუხაროდ ბევრ საკითხზე მეც ამ დრომდე განსხვავებული შეხედულება მქონდა. ვთვლი, რომ სწორდ ჩემნაირი ქალებისთვისაა აუცილებელი ინფორმაციის გაზიარება საკუთარი უფლებების შესახებ. ვფიქრობ, ჩემი თაობის ქალების მხრიდან დღემდე ვლინდება არასწორი დამოკიდებულებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მე პედაგოგი ვარ და უმნიშვნელოვანესია ვიყო სათანადოდ ინფორმირებული ახალ თაობაში ჯანსაღი აზროვნების დანერგვის ხელშეწყობისთვის.”

დალი მარგიევი – კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი საკორინთლო

“ვცხოვრობ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, სადაც არ არის აფთიაქი, ამბულატორია, არ გვაქვს მარაზია, სამი კილომეტრის გავლა გვიწევს სურსათის შესაძენად. ამ ვითარების გამო განსაკუთრებით ადგილობრივი ქალები იტვირთებიან. არსებული მდგომარეობის ფონზე ქალებმა არ იციან როგორ შეუძლიათ ცვლილებების განხორციელებაში მონაწილეობა, რადგან არ აქვთ ინფორმაცია. ამ პროექტში ჩემი ჩართულობის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ტრენინგების შედეგად მიღებული ცოდნა მათაც გავუზიარო და დავეხმარო შესაბამის სამსახურებთან დაკავშირებასა და კომუნიკაციაში, თუ კი ეს ვინმეს დასჭირდება.”

ნარგიზა ემინოვა – კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფერმა

“ვცხოვრობ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში, სადაც წარმოდგენა არ აქვს არცერთ თაობას რა უფლებები აქვს ქალს, რა არის ძალადობა და რა გზები არსებობს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ყოველდღიური მათი ცხოვრება ადასტურებს, რომ სხვადასხვა ფორმით ქალთა უფლებების შელახვა ნორმად მკვიდრდება და ეს თაობიდან თაობას გადაეცემა. სწორედ ამიტომ მე მსურს ცვლილებები შევიტანო ჩემს თემში, სადაც უმრავლესობას აზერბაიჯანელი ოჯახები შეადგენენ. ჩავერთე ამ პროექტში და გადავწყვიტე წვლილი შევიტანო მეტად მწვავე საკითხის გადაჭრაში. ტრენინგები, რომლებმაც ცნობიერების დონე მნიშვნელოვნად აგვიმაღლა, პირადად მე დამეხმარა იმაში, რომ სოფელში, ახალგაზრდა ქალი მორიგი ძალადობის შემთხვევისგან ვიხსენი”.

Share
%d bloggers like this: