წარმატების მისაღწევად მიმაჩნია რომ სულაც არაა საჭირო გქონდეს ფული. ამისთვის მთავარი მიზანდასახულობა და მოხერხებულობაა. რაც, უფრო განათლებული და წარმატებულია ადამიანი მეტი დაფასება ექნება საკუთარ სფეროსა თუ საზოგადოებაში. ცხოვრებაში უკან არ უნდა დავიხიოთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე სირთულეებთან შეჯახებისას. ნებისმიერმა ადამიანმა თავისი შრომისა და ღვაწლის მიხედვით უნდა მიიღოს წარმატება. ბრძოლაა საჭირო ამ ყველაფრისთვის, თუმცა ამ დროს “მეს” რწმენა არ უნდა დავკარგოთ საკუთარ თავში.
ადრეული ასაკიდანვე შევიყვაროთ წიგნი, რადგან გამოვიმუშაოთ მეტყველება და ლექსიკა. დღესდღეობით კომპიუტერი წიგნზე მაღლა დგას ახალგაზრდებში, მითუმეტეს მოზარდებში, რადგან უფრო სწრაფი და ხელმისაევდომია. მაგრამ ეს ყველაფერი კომპიუტერის გარეშეც შეიძლება.
ერთ-ერთმა მოაზროვნემ თქვა, რამდენი ენაც იცი, ერთიდაიმავე ბოქლომის იმდენი გასაღები გაქვსო. დღეს ინგლისური ენის პრიორიტეტი აშკარაა და არა მხოლოდ სასარგებლო, აუცილებელიც კი. ენა არის უპირველესი ურთიერთობის დასამყარებელი, ვინაიდან ის ხელს უწყობს სასწავლებლად თუ
კომუნიკაციის დამყარებას უცხო გარემოში.
ასევე, მნიშვნელოვანია სკოლის როლი, რადგან დიდ ნაწილს იქ ატარებს მოზარდი და პიროვნულად ყალიბდება. ფორმალურ განათლებასთან ერთად, დამატებით არაფორმალური განათლების მიღება არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ეს უფრო კიდე სხვა კონტექსტია. რაც, შეიძლება მეტ პროექტებში ჩართვა და საკუთარ თავზე მუშაობა. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნედ არის მიჩნეული და არანაკლებ მნიშვმელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა განვითარებისთვის. საზოგადოება არ შედგება მხოლოდ ლიდერებისგან და აუტსაიდერებისგან. საზოგადოება მათი ერთიბაა. ვთვლი, რომ ადამიანის განვითარების სუბიექტს წარმოადგენს იმ თვისების ექვივალენტი, რაც საკუთარი თავის შეცნობა-განვიითარებისკენ სწრაფვას და დამოუკიდებლად აზროვნების ჩამოყალიბებას უკავშირდება.