მთავარი რეპორტაჟი “ბიდისი აკადემიამ” კურსდამთავრებულები დამსაქმებლებს შეახვედრა

“ბიდისი აკადემიამ” კურსდამთავრებულები დამსაქმებლებს შეახვედრა

by GMG

ფარმაცია, საექთნო საქმე, ბუღალტერია, სკოლამდელი აღზრდა, კულინარია, ეს იმ მოთხოვნადი პროფესიების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც “ბიდისი აკადემია” 17 წლიანი გამოცდილებით, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს. გადამზადებული კადრები აკადემიამ დღეს პოტენციურ დამსაქმებლებს შეახვედრა და მათთვის სამუშაო ადგილების მოძიების მიზნით დასაქმების ფორუმი მოაწყო.

სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემასთან ერთად “ბიდისი აკადემია” კურსდამთავრებულებს წელს არაერთ სიახლეს ჰპირდება. მათ შორის სტაჟირებას საზღვარგარეთ და მაღალანაზღაურებადი სამსახურის ძიებაში შუამდგომლობას პარტნიორ კომპანიებთან. დღევანდელი ფორუმის ძირითადი მიზანიც სწორედ ეს იყო, სადაც მონაწილეობა 30-მდე კომპანიამ მიიღო. გადამზადებულ კადრებთან ერთად  ღონისძიებას სტუდენტებიც შეუერთდნენ.

დასაქმების ფორუმის მოწყობას “ბიდისი აკადემია” საგანმანათლებლო დაწესებულების 5-ვე ფილიალში გეგმავს,  გორის შემდეგ კურსდამთავრებულები დამსაქმებლებს შეხვდებიან ქუთაისში, ბათუმში თელავსა და თბილისში. “ბიდისი აკადემიისთვის” ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რითიც სამსახურის მაძიებლებისთვის მხარდაჭერის გამოხატვას და დასაქმების ხელშეწყობას ცდილობს. 

About Author

დაკავშირებული პოსტები