
– პირველ რიგში დავიწყებ იმით , რომ საქართველოს აქვს ძალიან რთული პერიოდი , გამომდინარე იქიდან , რომ ოლიგარქიულმა რეჟიმმა ხელში ჩაიგდო ქვეყანა და რუსეთისკენ მიაქანებს. შესაბამისად, ჩვენ მოქალაქეებს ერთადერთი ბერკეტი დაგვრჩა პროტესტი, რათა წინ აღვუდგეთ იმას, რასაც ჩვენი ქვეყნის გარუსება ჰქვია. რუსეთმა ეს 105 წლის წინ მოახერხა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ იგივე განმეორდეს. აქტივიზმი არ არის ადვილი, ის დიდ ნებისყოფას , შრომას და გამბედაობას მოითხოვს. ჩვენ ყველამ უნდა დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია შევცვალოთ ის არსებული რეალობა. აქედან გამომდინარე ჩემთვის, როგორც აქტიურად ჩართული ადამიანისთვის სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ცხვორებაში, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის აქტიურობა.
ერთი წელი ხდება “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებიდან და შემდეგ დამტკიცებიდან, რის შემდეგაც პროტესტში ჩართულ ადამიანებს უმძიმეს მომენტებს გიქმნიდნენ, რომ შეგშინებოდათ, დანებებულიყავით, ნიჰილიზმი გამოეწვიათ, შენთვის ყველაზე უფრო რთული რომელი დღე იყო, რით გამოარჩევ და რა ზემოქმედება მოახნია შენზე?
– თითქმის ყველა დღე საშიში იყო, რადგან რობოკოპები არავის არ ინდობდნენ. საშინელი გაზის კაფსულით გამოწვეული საწამვლავი , თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში იყო. გამორჩევა მიჭირს, რადგან ყოველდღე გავდიოდით საბრძოლველად „ჩვენს წინააღმდეგ კი იდგნენ ჩვენივე მოქალქეები, რომლებიც ხელისუფლებამ გადააქცია ქვეყნის მტრებად, რომლებიც არავის ინდობდნენ და ეს აუტანელი დღეები დღემდე გრძელდება . ერთ- ერთ დღეს სამსახურიდან გამოსული ალყაში აღმოვჩნდი რობოკობების, გარშემო მხოლოდ ნიღიბიანი „ზონდერები“ იდგენენ , რომელბიც სამოქალაქო აქტივისტების დასარბევად ემზადებოდნენ . მახოსვს, ჩავრთე ტელეფონი და დავიწყე სიარული, თუმცა ჩუმად ყოფნა ასეთ ვითარებაში არ შემეძლო და ამიტომ ხმამაღლა ვცდილობდი ის პორტესტი ამომეთქვა, რასაც მათზე ვფიქრობდი. დღემდე მიკვირს , როგორ გამატარეს უვნებლად.
ხშირად გაბულინგებელ ონლაინ სივრცეში, გკადრებენ არაერთ უხამს სიტყვას, გაყენებენ შეურაცხყოფას, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორია აქტიური ქალის ცხოვრება, მითუმეტეს ისეთ პატარა ქალაქებში როგორიც გორია?
– სამწუხარო ვითარებაში ვცხოვრობთ, რთულია ყველა სიტყვის ატანა, რასაც ჩემს წინააღმდეგ წერენ, მიუხედავად იმისა რომ, ვიცი ჩვეულებრივი დავალებაა და ამაზე არ უნდა გავბრაზდე ძალიან რთულია ეს ყველაფერი. ბევრს ალბათ ჰგონია, რომ „იმუნიტეტი“ მაქვს გამომუშავებული, თუმცა ეს ასე არ არის. ამ ყველაფერმა ძალიან დამაზარალა და ჯანმრთელობის სერიოზული პორობლემები შემექნა .
არჩევნების დღესაც აქტიურად იცავდი მოქალაქეთა ხმებს, როგორც 2024 ში, ისე წინა პერიოდშიც. რატომაა მნიშვნელოვანი საჭირო დროს, საჭირო ადგილას იყვნენ ქალები და რას მიაწერ მიუხედავად ამდენი აქტივიზმისა, ქალები ისევ ექცევიან გავლენების ქვეშ კაცების მხრიდან, არა მხლოდ პოლიტიკურ პროცესებში.
– ჩვენ გვიწევს იმ რეალობაში ცხვორება, სადაც არჩვენები ყალბდება, რადგან სამართლიან, თანაბარ პირობებში არ გვიწევს ბრძოლა, საჭიროა ასეთ პორცესებში ბევრი აქტივისტი ჩაერთოს, რადგან ამ დროს ნაკლები რისკია გაყალბების. ქალები მეტად გაბედულები და მამაცები ვართ, რადგან მეტად შეგვიძლია ბრძოლა, ხმის ამოღება უკანონობაზე და ისეთ ჯგუფთან დაპირისპირება, სადაც ბევრი „გავლენიანი“ ადამიანიც კი ერიდება .
ასევე ვფიქრობ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს ჰიბრიდული ომის სპეციფიკა და საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით საფრთხე არ შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებას. ვფიქრობ, სახელმწიფო აპარატთან ერთად, სწორედ ინფორმირებული და განათლებული მოქალაქეა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი.
რას ეტყვი ქალებს, რომლებიც სხვა საქმეებით არინ დაკავებულები. ამბობენ, რომ “არ ერევიან პოლიტიკაში”, რომლებსაც ნორმად დაუწესეს ჩარჩოები, რასაც არ უდნა გასცდნენ. ამავე დამოკიდებულებით ზრდიან შვილებსაც.. რომ გვითხრა, რას მივიღებთ მომავალში ასეთი დედების მიერ გაზრდილი შვილებისგან და რატომაა მნიშვნელოვანი ქალთა აქტივიზმი?
– პოლიტიკა სამწუხაროდ სალანძღავი სიტყვა გახდა საქართველოში და ჰგონიათ, რომ ის ბინძურია, არადა ასე არ არის. ყველა სფეროს აბინძურებს და აფუჭებს ისეთი ადამიანი, რომელიც კანონს არ იცავს და არის ჩაბმული კორუფციაში. ბევრ სხვა უკანონო ქმედებებს ახორციელებს. შესაბამისად, ჩამოყალიბდა, რომ პოლიტიკაში თუ ჩაერევი შენც ისეთივე იქნები, როგორც ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს აბინძურებენ. ეს კი, კარგად გამოიყენა ხელისუფლებამ და დააჯერა მოქალქეები, რომ არ უნდა ჩაერივნონ პოლიტიკაში, არადა ჩვენი ყოველდღიურობა დამოკიდებულია პოლიტიკაზე. სამწუხაროდ, მოქალაქეთა ჩართულობა სხვადასხვა საკითხში, როგორიც არის თვითმართველობის პორბლემების გადაჭრა, ე.წ ბორდერიზაცია , ადამიანის უფლებების დარღვევისას პროტესტის ხამაღლა გამოთქმა ძალიან ნაკლებია, განსაკუთრებით რეგიონებში . თითქოს სამოქალქო აქტივიზმი საქრთველოში გამარგინალებულია. ჩვენ ქვეყანას დეკლარირებულად და კონსტიტუციაში განმტკიცებული აქვს 78 მუხლით, რომ საქართველო აცულებლად უნდა გახდეს ევროპის ნაწილი, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიურია, ისინი მოდარაჯე ძაღლები არიან, რომელებიც ხელისუფლებას ყველა არასწორ ქმედებასა თუ დანაშაულზე მიუთითებენ და აიძულებელნ პასუხისმგებლობა აიღონ, კანონებზე და მათ ნორმებზე .
მაგალითისთვის , დილით , რომ იღვიძებ და წყალი არ გხვდება – ესეც პოლიტიკის ნაწილია, რადგან წყალმომარაგებას ქალაქებში აწესრიგებს ორგანო, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლებასთან . შესაბამისად, თუ გინდა, რომ წყლი სუფთა , გაფილტრული, გამართული მოედიოდეს შენთან, მაშინ სისტემაც გამათული უნდა იყოს და ამ ყველაფერს კი, აწესრიგებს პოლიტიკა .
პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოდ იყვნენ ქალები ჩართულები და ეს იქედან მომდინარეობს , რომ დამკვიდრებული იყო არასწორი მიდგომა , რომ ქალებს პოლიტიკაში რა ესაქმებათ , ქალებმაც დაიჯერეს და არჩიეს გაჩუმებულიყვნენ , რათა კონფლიქტი არ ჰქონოდათ ოჯახში და შვილებსაც ასევე ზრდიდნენ და ზრდიან. ამიტომ არის , რომ ქალებმა მეტი უნდა ვიაქტიუროთ და დავარწმუნოთ, ავუხსნათ ყველას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შენი ქვყენის მშენებლობაში საკუთარი წვლილი შეიტანო.