40
საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. რუსეთის ფედერაცია, რომელსაც საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული, აქტიურად აწარმოებს ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს. ამ ომში უმნიშვენლოვანესი კომპონენტი სწორედ რომ დეზინფორმაციაა. სამწუხაროდ, ქართული მედიასივრცეში პარალელურად აქტიურად ვრცელდება ადგილობრივი, განსაკუთრებით ხელისუფლების მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიები, რომელიც ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და ოპონენტების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.