გორის მე-8 საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო ფსუტური, წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა. ის, რომ მასწავლებელი წლის საუკეთესო ჯილდოს მფლობელი ხდება, ნიშნავს მისი შრომის აღიარებას. ეს ყველა ინოვაციური პროექტი და აქტივობა ნინომ სკოლაში განახორციელა და ამ შედეგების გამო შეარჩია კონკურსის ჟიურიმ საუკეთესო მასწავლებლად.
სკოლისთვის ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერს:
- სკოლის სასწავლო თემმა გამოარჩია, წაახალისა და საუკეთესო კონკურსზე წარადგინა მასწავლებელი, რომელმაც ეს ყველაფერი სკოლაში განახორციელა;
- ეს მაგალითი შთამაგონებელია მისი კოლეგა მასწავლებლებისთვის, უჩენს მოტივაციას, რომ მისი შრომაც ასევე დაფასდება და აღიარდება სკოლაში, როგორც ნინოს შემთხვევაში;
- გამარჯვებული მასწავლებელი სკოლის სახეა. მისი გამარჯვებით სკოლა ხდება ცნობადი და პოპულარული საზოგადოებაში.
- გამარჯვებულ მასწავლებელთან თანამშრომლობას იწყებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციები, წარმომადგენლები, რაც მეტი საშუალებაა თავად მასწავლებელმა დანერგოს ეს ინოვაციები საკლასო ოთახში და გაუზიაროს სკოლის გუნდს…
სკოლას, რომელსაც ჰყავს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი, უმაღლდება იმიჯი საზოგადოებაში, როგორც სანდო, განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციას და მეტად სანდო ხდება პარტნიორებისთვის, რომ ყველა პროექტსა და აქტივობას, წარმატებით გაართმევს თავს.
სკოლა, რომელსაც ჰყავს გამარჯვებული მასწავლებელი, ხდება ინოვატორი სკოლა, ან აქვს მეტი შესაძლებლობა გახდეს ინოვატორი სკოლა.
და ბოლოს, ჩვენი სკოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა ინოვაცია და განვითარებაზე ორიენტირება… ნინოს წარმატებამ ერთხელ კიდევ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ ვართ ამ ღირებულების მატარებელი სკოლა და ეს გაგრძელდება მდგრადად და უწყვეტად.
ნანა ედიშერაშვილი
გორის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი