მთავარი სიახლეები გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობაზე მონიტორინგი ქალებს უფრო გაააქტიურებს – ელენე რუსეცკი

გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობაზე მონიტორინგი ქალებს უფრო გაააქტიურებს – ელენე რუსეცკი

by GMG

“ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა “ქართული მედია ჯგუფის” ახალი პროექტის მონაწილეებს, გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობა გააცნო. ელენე რუსეცკი თემის ლიდერებს ამ გაერთიანების როლზე ესაუბრა და ქალთა საკითხების წამოსაწევად, მათი ჩართვის მნიშვნელობა განუმარტა. როგორც აღმოჩნდა, სოფლად მცხოვრები ქალების ნაწილს არ აქვს ინფორმაცია საბჭოს არსებობის და მისი დანიშნულების შესახებ, ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და შემდეგ თანასოფლელ ქალებთან გაზიარება მათი თქმით აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ “ქალთა საინფორმაციო ცენტრი” და უშუალოდ მისი ხელმძღვანელი, თავის დროზე პირადად იყო ჩართული მუნიციპალურ დონეზე შესაბამისი დადგენილების შემუშავებისა და სამოქმედო გეგმის გაწერის პროცესში. ელენე რუსეცკის თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭოების მთავარ მიზანს, ბიუჯეტის იმდაგვარად გადანაწილებისთვის ხელშეწყობა წარმოადგენს, რომ ქალმაც და კაცმაც თანაბარი სარგებელი მიიღოს.

“მნიშვნელოვანია, რომ “ქართული მედია ჯგუფი” ძალიან აქტიური ქალებით დაკომპლექტებული გუნდით იწყებს გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობის მონიტორინგს შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში. მქონდა საშუალება ამ გუნდისთვის გამეზიარებინა გამოცდილება, აღნიშნული საბჭოების მუშაობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მონიტორინგის შედეგად, საინტერესო მიგნებები გამოიკვეთება, რითიც პერიოდულად აუცილებლად დავინტერესდები”, – აღნიშნა ელენე რუსეცკიმ.

ტრენინგი, რომელიც ელენე რუსეცკიმ “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის მონაწილე ქალებთან ჩაატარა, “ქალთა ფონდის” მიერაა მხარდაჭერილი.

About Author

დაკავშირებული პოსტები