მთავარი სიახლეები ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებისთვის შეხვედრა მოეწყო

ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებისთვის შეხვედრა მოეწყო

by GMG

“სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხების ადვოკატირებისთვის“- ეს იყო ტრენინგის თემა, რომელსაც საქართველოს 9 რეგიონიდან 20-მდე უფლებადამცველი ესწრებოდა.

ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიზნად ისახავდა, რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას ადგილობრივ თვითმართველობებთან ადვოკატრების კუთხით, ასევე იმ საჭიროებების გამოკვეთას, რაც ადგილობრიც დონეზე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან მიმართებით არსებობს.

ტრენინგი GCRT-ის და Sapari-ს ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც ლელა ცისკარიშვილი და ბაია პატარაია უძღვებოდნენ.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას “ქართული მედია ჯგუფის” ხელმძღვანელი, ნინო ჩიბჩიურიც დაესწრო, რომელმაც საზოგადოებას, გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა” წარუდგინა და რეგიონში მათი მუშაობის მიმართულებები გააცნო.

About Author

დაკავშირებული პოსტები