30
კარალეთის დევნილთა დასახლებაში მშვიდობის მშენებლობის შესახებ ტრენინგი ჩატარდა. ახალგაზრდებს მიღებული გამოცდილება თეონა ჭოველიძემ გაუზიარა, რომელმაც “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის ფარგლებში 5 თვიანი სატრენინგო კურსი გაიარა. საჭირო უნარების გამომუშავებასთან ერთად ის ბევრ მნიშვნელოვან საკითხს გაეცნო, რაზეც მას უკვე ტრენინგების ჩატარება თავად შეუძლია. პროექტის დასასრულს მას სათანადო სერტიფიკატი აგდაეცემა და საკუთარ რაგოცდილებას სხვებს სამომავლოდაც გაუზიარებს.
პროექტს “ქართული მედია ჯგუფი” ახორციელებს და მისი მხარდამჭერია “ფონდი ტასო”.