მთავარი სიახლეები მარიამ გაბლიშვილი გორში, გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთ-ერთი წევრი იქნება – ის GMG-მ წარადგინა

მარიამ გაბლიშვილი გორში, გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთ-ერთი წევრი იქნება – ის GMG-მ წარადგინა

by GMG

„ქართულმა მედია ჯგუფმა“ გორში, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის კანდიდატად, მისი პროექტების ერთ-ერთი აქტიური წევრი, მარიამ გაბლიშვილი წარადგინა. წევრის ჩანაცვლების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ერთ-ერთმა მათგანმა საბჭოში დარჩენა აღარ ისურვა. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, საბჭოს შემადგენლობაში არასამთავრობო სექტორიდან 3 წევრიც შედის.

ახალი წევრის შერჩევის თემა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სპეციალურ შეხვედრაზე განიხილეს, სადაც ორგანიზაციებს საკუთარი კანდიდატი უნდა დაესახელებინათ. „ქართული მედია ჯგუფიდან“ წარდგენილმა კანდიდატმა კი დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა და შედეგად, მისი წევრობა გადაწყდა.

ამჟამად პროცედურული საკითხები მიმდინარეობს, რის შემდეგაც შესაბამისი ბრძანება გამოიცემა და მარიამ გაბლიშვილი, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, საბჭოს საქმიანობაში ჩაერთვება.

“ქალებს არაერთი წინააღმდეგობის გადატანა და გადალახვაა უწევთ. ამ პროცესში მათი ხელშეწყობა ნამდვილად დიდი საქმის გაკეთების დასაბამია, რომელიც სახელმწიფოსთვისაც ვფიქრობ პრიორიტეტი უნდა იყოს. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩართულობა. ვფიქრობ, ახალი იდეებით, მოტივაციით და ერთობლივი ძალისხმევით, არაერთი კარგი ინიციატივა განხორციელდება,“- აღნიშნა მარიამ გაბლიშვილმა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული. როგორც საკრებულოს თავმდჯდომარე ამბობს, წინა პერიოდისგან განსხვავებით, საბჭოს შემადგენლობაში ამჟამად, მხოლოდ საკრებულოს და მერიის თანამშრომლები არ შედიან და მეტი ახალი ინიციატივის გაზიარებისთვის, პროცესში მესამე სექტორიც ჩართეს.

About Author

დაკავშირებული პოსტები